• რეკლამა
  • კონტაქტი
01:57, პარასკევი, 30 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“სად გვეჩქარება? ჯერ ჩავატაროთ კიდევ ერთი ორი მიტინგი, მივცეთ გზა ფართო თინა თოფურიას და მის მეგობრებს…” – ჟამურაშვილი

ალია ავტორი - ალია
15:40 11-03-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
91

ექიმი თამარ ჟამურაშვილი, თენგიზ ცერცვაძის განცხადებას ეხმაურება და წერს:

“რა გვეჩქარება, სად გვეჩქარება? ჯერ ჩავატაროთ კიდევ ერთი ორი მიტინგი. მივცეთ გზა ფართო თინა თოფურიას და მის მეგობრებს…

ასტრაზენეკა ხომ ჩამოვწერეთ, ეხლა ფაიზერიც მივაყოლოთ, ან ეს წვრილმანი რა სალაპარაკოა საერთოდ?!

რა პრობლემაა, სულ რაღაც რამდენიმე ათეული ადამიანი იღუპება ყოველ დღე, მეტი ხომ არა?!

შარშან საიდან უნდა გვცოდნოდა, რომ შეზღუდვები ადამიანებს ცხოვრებას ურთულებს და ეკონომიკას ანგრევს?!

ეს მართლაც დიდი სიურპრიზი იყო ყველასთვის…

ჯერ ვიფიქროთ, კაარგად ვიფიქროთ, მერე გავაანალიზოთ ჯერ ცალკე, შემდეგ ჯგუფურად, მერე კიდევ ერთხელ გამოვიძინოთ და იქნებ გათენდეს დღე და მთავრობასაც აწყობდეს ეს ოხერი მწვანე პასპორტი…

უფალი თქვენსკენ!!”

შეგახსენებთ, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა:

„შეზღუდვების გამკაცრებას არ ველოდები და პირადად მე, არ ვემხრობი. ერთგვარად ეს წარსულია, რადგან მან გამოიწვია ეკონომიკის რეცესია და ადამიანების ცხოვრების დონის გაუარესება, შესაბამისად, მათი გაღიზიანება. უფრო ხშირად ისმოდა ასეთი ფრაზა, „რა მნიშვნელობა აქვს კოვიდისგან დავიღუპები თუ შიმშილით“. თუმცა, ველოდები რეგულაციების აღსრულებაზე კონტროლის გამკაცრებას. ამაში მე პირადად ვსაყვედურობ ქვეყნის ხელმძღვანელობას, რომ ისინი არასაკმარისად მკაცრად აკონტროლებენ რეგულაციების აღსრულებას.

ვემხრობი ე.წ. მწვანე კოვიდ-პასპორტების შემოღებას, ანუ ერთგვარი, ირიბი ვალდებულება, ირიბი იძულება. არავინ აიძულებს აიცრას, ეს ადამიანის თავისუფლებაა, მაგრამ შეიძლება არაპირდაპირი მექანიზმები ამოქმედდეს, როგორიც მუშაობს აშშ-სა და მთელ ევროპაში. ის, ვინც წარმოადგენს ე.წ. მწვანე კოვიდ-პასპორტს, რომ ის ორჯერ ვაქცინირებულია, ან ბოლო 6 თვის განმავლობაში გადატანილი აქვს კოვიდი, ან წარმოადგენს უარყოფით “პისიარ” ტესტს, მას მიეცეს პრივილეგიები გარკვეულ სივრცეებში აქტივობისთვის. თუ არ გინდა აცრა, შეეგუე ერთგვარ დისკომფორტს, არავინ გსჯის შენ“

თეგები: თამარ ჟამურაშვილითენგიზ ცერცვაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისის საავტორო ღონისძიებების სერია – GitHub-თან პარტნიორობით CO-CREATE INNOVATION-ის მეორე შეხვედრა გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის საავტორო ღონისძიებების სერია – GitHub-თან პარტნიორობით CO-CREATE INNOVATION-ის მეორე შეხვედრა გაიმართა

18:25 10-29-2026
კახეთის სასტუმროები
ახალი ამბები

კახეთის სასტუმროები – სად დავრჩეთ რეგიონის უკეთ გასაცნობად?

17:17 10-29-2026
Euromoney: თიბისი ფულადი სახსრების მართვაში კორპორატიული კლიენტების N1 არჩევანია
ახალი ამბები

Euromoney: თიბისი ფულადი სახსრების მართვაში კორპორატიული კლიენტების N1 არჩევანია

16:33 10-29-2026
პეპტიდები
ახალი ამბები

ორგანიზმის აღდგენა და გაახალგაზრდავება – რა უნდა იცოდეთ პეპტიდების შესახებ?

16:22 10-29-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved