• რეკლამა
  • კონტაქტი
17:22, კვირა, 12 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“სააკაშვილის მოწოდებაა, ციხეს ადამიანების მასა მიაწყდეს, აჯანყება მოაწყონ, გამოიყვანონ ციხიდან და რევოლუციით რიგგარეშე არჩევნებს მიაღწიოს” – გურამ მაჭარაშვილი

ალია ავტორი - ალია
13:38 11-03-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
36

“სააკაშვილის მოწოდებაა, ციხეს ადამიანების მასა მიაწყდეს, აჯანყება მოაწყოს, გამოიყვანოს ციხიდან და რევოლუციით რიგგარეშე არჩევნებს მიაღწიოს,” – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.„თქვენი მხრიდან კითხვა იყო, რომ დაგვესახელებინა, მიხეილ სააკაშვილმა როდის თქვა, რომ მას სურს, რევოლუცია ან აჯანყება. ამას ვეღარ მალავს და პირდაპირ ამბობს, რომ ციხიდან გამომიყვანეთ და რიგგარეშე არჩევნებს დავნიშნავო. გამომიყვანეთ ციხიდან რას ნიშნავს? მის მიმართ კანონიერი გადაწყვეტილება არსებობს და ერთადერთი მისი შეწყალება პრეზიდენტს შეუძლია, რომელიც ამაზე უარს ამბობს.
ანუ, იმას გულისხმობს, რომ ციხეს ადამიანების მასა მიაწყდეს, აჯანყება და რევოლუცია მოაწყოს და ასე გამოიყვანოს ციხიდან და რევოლუციით რიგგარეშე არჩევნებს მიაღწიოს. ამით პირდაპირ საზოგადოებას მოუწოდა, არაკანონიერად შეიკრიბონ და ციხიდან არაკანონიერი გზით დაიხსნან,“ – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილმა ორი დღის წინ ციხიდან მორიგი წერილი გამოაგზავნა, სადაც ნათქვამია, რომ თუ მოხდება მისი ციხიდან დახსნა 10 დღეში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა მოხერხდება და ბიძინა ივანიშვილს ბეჭებზე დაცემენ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?
ახალი ამბები

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?

15:14 07-08-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

ივნისის განახლებები თიბისის მობაილბანკში – გამოსცადე ახალი შესაძლებლობები და მიიღე ფულადი პრიზების მოგების შანსი
ბიზნესი

ივნისის განახლებები თიბისის მობაილბანკში – გამოსცადე ახალი შესაძლებლობები და მიიღე ფულადი პრიზების მოგების შანსი

18:05 07-11-2026
ქართული ბენტონიტი მსოფლიო ბაზარზე – „ასკანგელ ალიანსი“ ინდუსტრიას თიბისისთან ერთად ავითარებს
ახალი ამბები

ქართული ბენტონიტი მსოფლიო ბაზარზე – „ასკანგელ ალიანსი“ ინდუსტრიას თიბისისთან ერთად ავითარებს

13:36 07-10-2026
სრული სვლით საგანძურისკენ – 200 000 მოთამაშე, 40 გამარჯვებული და ბევრი თავგადასავალი თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

სრული სვლით საგანძურისკენ – 200 000 მოთამაშე, 40 გამარჯვებული და ბევრი თავგადასავალი თიბისის მობაილბანკში

12:42 07-10-2026
ლიტერატურული პრემია “საბას” 2026 წლის ფინალისტები ცნობილია – თიბისი
ახალი ამბები

ლიტერატურული პრემია “საბას” 2026 წლის ფინალისტები ცნობილია – თიბისი

14:27 07-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved