სირიის დედაქალაქ დამასკოს სოფლები სარაკეტო თავდასხმის ქვეშ მოექცა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად დამასკოს გარეუბანში მდებარე შენობები დაზიანდა. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე არ ვრცელდება.
Reuters-ი წერს, რომ მომხდართან დაკავშირებით ისრაელის ოფიციალური პირების მხრიდან განცხადება ამ დრომდე არ გაკეთებულა.
სირიის სამთავრობო მედია თავდასხმაში ისრაელს ადანაშაულებს.
კომენტარები