• რეკლამა
  • კონტაქტი
15:43, სამშაბათი, 3 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თბილისს საზღვრებს უცვლიან – 1 მლნ მ² მიწა ერთი ბიზნესმენის გამო გარდაბანს გადაეცემა?

ალია ავტორი - ალია
20:15 11-01-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
114

პარლამენტისთვის წარდგენილი კანონპროექტის თანახმად, თბილისის ადმინისტრაციული საზღვრები იცვლება და 1 მილიონი კვადრატული მეტრის, ანუ 100 ჰექტარი მიწის ფართობი გარდაბნის მუნიციპალიტეტს გადაეცემა. 

ინფორმაციას ტაბულა ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ მთავრობა საზღვრების შეცვლას ერთი ინვესტორის, ოლეგ ოსინოვსკის სურვილის გამო გეგმავს. 

ოსინოვსკი კომპანია Primera Golf & Residence-ის მფლობელია და ის თბილის-გარდაბნის საზღვარზე 331 ჰექტარ მიწის ფართობს ფლობს, სადაც Tbilisi Hills-ის საცხოვრებელი სახლები და გლოფ კლუბია განთავსებული. აღნიშნული ტერიტორიიდან 100 ჰექტარი თბილისის მუნიციპალიტეტს მოიცავს, რაც, ოსინოვსკის მტკიცებით, მენეჯმენტისთვის პრობლემას წარმოადგენს. 

ინვესტორმა ტერიტორია 2014 წელს შეიძინა და მან წლების განმავლობაში არაერთხელ მიმართა მუნიციპალიტეტს ადმინისტრაციული საზღვრების კორექტირების მოთხოვნით. 

10 ივნისს გარდაბნის მუნიციპალიტეტმა გაავრცელა განცხადება ადმინისტრაციული საზღვრების კორექტირების შესახებ. 

“2014 წლის 25 დეკემბერს სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და შპს პრიმერა გოლფ ენდ რეზიდენცს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც კომპანიამ შეიძინა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 3 311 127 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 78 კვ.მ. შენობა-ნაგებობა №1. 

ხელშეკრულებით ცალსახად იყო გათვალისწინებული, რომ მიწა მდებარეობს გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ თელეთში. მოგვიანებით გაირკვა, რომ მიწის ნაწილი გადადის თვითმმართველი ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში.

შპს პრიმერა გოლფ ენდ რეზიდენცმა მოგვმართა თხოვნით, მოხდეს ადმინისტრაციული საზღვრების კორექტირება იმგვარად, რომ მიწა სრულად მოხვდეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში და წარმოადგინა ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის შედეგად მიღებული ტერიტორიის რუკები”. – წერია გარდაბნის მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდზე. 

დეპუტატ ბექა დავითულიანის განმარტებით, საკანონმდებლო ცვლილება საინვესტიციო ვალდებულებებითა და მენეჯმენტთან დაკავშირებული გამოწვევებით აიხსნება.

“როცა კომპანია ახორციელებდა ინვესტიციას, მთავრობასთან იყო დადებული მემორანდუმი და გათვლები ისე იყო გაკეთებული, რომ ინვესტიცია გარდაბანში უნდა განხორციელებული, უბრალოდ, თბილისის მიწების ნაწილი მოხვდა იქ. 

ახლა გამოდის, რომ სამართლებრივად ინვესტორს უდიდესი ნაწილი აქვს გარდაბანში, ნაწილი კი თბილისში და ადმინისტრირება-მენეჯმენტი გაუჭირდა. ეს კომპანია ამას წლებია ითხოვს”. – ამბობს დავითულიანი. 

როგორ შედგა საინვესტიციო შეთანხმება ტერიტორიების ზუსტად განსაზღვრის გარეშე და რატომაა ახლა საჭირო დედაქალაქის ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლა, ჯერჯერობით, უცნობია. 

წყარო – ტაბულა

წყარო: გარდაბნის მუნიციპალიტეტი

თეგები: თბილისი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

PSP-მ Beauty of Joseon-ის კორეელი წარმომადგენლების ქართველ მომხმარებლებთან შეხვედრას უმასპინძლა
ახალი ამბები

PSP-მ Beauty of Joseon-ის კორეელი წარმომადგენლების ქართველ მომხმარებლებთან შეხვედრას უმასპინძლა

15:26 11-03-2026
გაიაქტიურე სილქფესტის რჩეული პირობები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

გაიაქტიურე სილქფესტის რჩეული პირობები სპეციალურ ფასად!

11:16 11-03-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

17:33 11-02-2026
თიბისი მოსწავლეებსა და მათ მშობლებს სასკოლო ფორმების შეძენაზე 100%-მდე ქეშბექს სთავაზობს
ახალი ამბები

თიბისი მოსწავლეებსა და მათ მშობლებს სასკოლო ფორმების შეძენაზე 100%-მდე ქეშბექს სთავაზობს

15:58 11-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved