• რეკლამა
  • კონტაქტი
00:33, კვირა, 14 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“გვახსოვდეს, რომ ქართველ ერს გვყავს მძევალი – სააკაშვილი, ჩვენ მძევალი უნდა გამოვიხსნათ” – გვარამია

ალია ავტორი - ალია
01:55 10-31-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
46

“მთავარი არხის” დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია საგანგებო ეთერში საუბრისას, ამბობს:

ჩვენ უკვე მერამდენედ მოგვპარეს არჩევნები. რაც არ უნდა დაწეროს ცესკომ, როგორც ჩვენ დავთვალეთ ხუთივე ქალაქში ოპოზიციურმა მერობის კანდიდატმა გაიმარჯვა. ზღვარზე იყო თბილისი და ბათუმი, 2%-იანი სხვაობა იყო, მაგრამ ცდომილების ზღვარი 3 %-ია, მაგრამ ფაქტი არის ერთი – ეგზიტპოლიტდან გამოსული ხალხი ამბობს ერთს, შედეგი დგება სხვა. შედეგი დგება დილის ე.წ. ხალხის მიყრით და საღამოს ე.წ. ბიულეტენების ჩაყრით. შედეგი დგება პასპორტების წართმევით, შედეგი დგება ამომრჩევლის მოსყიდვით. ამას კი მეგობრებო, არჩევნები არ ჰქვია. ამას ჰქვია ბრწოლა წესების გარეშე. ბრძოლა წესების გარეშე, სადაც წესებს ადგენს ის, ვინც იმარჯვებს, ბრძოლა წესების გარეშე, სადაც იმარჯვებს ის, ვისაც ბევრი ფული აქვს, ასეთი კი მხოლოდ ერთი მხარეა ამ ქვეყანაში. 

ამიტომ, თავისთავად ცხადია, მე არასდროს და არც ამ შემთხვევაში არავის არ მოვუწოდებ ძალადობრივი სცენარისკენ, არეულობისკენ და ა.შ. ეს ის ვითარებებია, რომლებმაც შეიძლება დაგვაკარგინოს უკანასკნელი, რაც გვაქვს. ეს არის დამოუკიდებლობა, იმიტომ რომ “ქართული ოცნება” მკაფიო ნაბიჯებით მიდის იქითკენ, რომ ეს მიიღოს ქუჩებში და რუსული ტანკი გაგვითენდეს მეორე დღეს…

მაგრამ, ვერც სიმშვიდისკენ მოგიწოდებთ – დასამშვიდებლად ჩვენ საქმე არ გვაქვს. დასამშვიდებელი არ არის ის ფაქტი, რომ დღეს კიდევ ერთხელ და ალბათ საბოლოოდ გამოგვიცხადეს, რომ ამ ქვეყანაში არჩევნებით არასდროს არაფერი არ შეიცვლება. მაგრამ ჩვენ არ უნდა ვთქვათ “არასდროს”, ჩვენ ეს ყველაფერი უნდა შევცვალოთ. უნდა ვაიძულოთ ხელისუფლებას, რომ დადოს შედეგები გაყალბების, მოსყიდვის, პასპორტების წართმევის და ჩაყრის გარეშე…

უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ, ქართველ ერს, გვყავს მძევალი. მძევალი, რომელსაც ჰქვია მიხეილ სააკაშვილი. მძევალი, რომლის ჯანმრთელობის თუ სიცოცხლის მძიმე განვითარება დახურავს საქართველოს ისტორიას, იმიტომ რომ მერე მოვლენების შეკავება იქნება ძალიან რთული და ამის მერე უკვე ჩვენ გავიღვიძებთ თბილისში, სადაც იდგებიან რუსული ტანკები. ჩვენ მძევალი უნდა გამოვიხსნათ, ამისთვის უნდა გავაფორმებინოთ ამ ხელისუფლებას არჩევნების რეალური შედეგები…

თეგები: მიხეილ სააკაშვილინიკა გვარამია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

დაიწყე ინვესტირება თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე SpaceX-ის აქციებით
ახალი ამბები

დაიწყე ინვესტირება თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე SpaceX-ის აქციებით

17:32 06-12-2026
თიბისის  ბიზნესგანათლების  პროგრამაში, მაისის თვეში,  500-ზე მეტი მეწარმე ჩაერთო
ახალი ამბები

თიბისის  ბიზნესგანათლების  პროგრამაში, მაისის თვეში,  500-ზე მეტი მეწარმე ჩაერთო

14:07 06-12-2026
Global Tech Weekend Tbilisi 2026 – ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება – თიბისი
ახალი ამბები

Global Tech Weekend Tbilisi 2026 – ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება – თიბისი

13:15 06-11-2026
სანტექნიკოსი გამოძახებით
ახალი ამბები

როგორ ამოვიცნოთ გაჭედილი ცენტრალური მილი და წყლის ფარული გაჟონვა? – 9 ნიშანი, რომ გჭირდება სანტექნიკოსი გამოძახებით

20:19 06-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved