აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აშშ-ში ევროპიდან ქვეყნებიდან ფრენებზე შეზღუდვები დააწესა. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, სატელევიზიო მიმართვაში ტრამპმა განმარტა, რომ შენგენის ზონის სახელმწიფოებიდან ყველა მოგზაურობა 30 დღის შეჩერდება, მკაცრი ზომები კი პარასკევიდან ამოქმედდება. ტრამპმა ასევე დასძინა, რომ შეზღუდვა არ შეეხება გაერთიანებულ სამეფოს, სადაც კორონავირუსის 460 შემთხვევაა დაფიქსირებული.
„იმისთვის, რომ ჩვენი ნაპირები ახალი შემთხვევების შემოსვლისგან დავიცვათ, ევროპიდან ყველანაირ მოგზაურობას შევაჩერებთ. ახალი წესები პარასკევს, შუაღამეს ამოქმედდება“, – განაცხადა ტრამპმა.
აშშ-ში კორონავირუსით 38 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურებულია ინფექციის 1 135 შემთხვევა.
კომენტარები