კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი პატიმრობაში მყოფ მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს მიმართავს, რომ მიიღოს წამლები, იკვებოს და იყოს კარგად, რადგან 6 წლის განმავლობაში ციხეში მოუწევს ყოფნა და კარგად უნდა იყოს.
“ბატონო მიშა სააკაშვილო, მიიღე წამლები, იკვებე, იყავი კარგად, რადგან 6 წელი ბევრი დროა და გჭირდება კარგად ყოფნა”, — განაცხადა წულუკიანმა.
დღეს ექსპრეზიდენტმა განაცხადა, რომ ის დღეიდან უარს ამბობს ექიმთა კონსილიუმთან თანამშრომლობაზე. მისი თქმით, ის აღარ ჩააბარებს ანალიზებსა და არ მიიღებს შიმშილობის შემამსუბუქებელ მკურნალობას.
კომენტარები