• რეკლამა
  • კონტაქტი
19:57, კვირა, 8 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“სააკაშვილი ადრე ტყვიასავით რომ იყო, სწორედ იმიტომ დახოცა იმდენი ხალხი!“ – ჯაბა ხუბუა მეუფე გრიგოლს

ალია ავტორი - ალია
16:13 10-29-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
62

„ფოთისა და ხობის მიშროპოლიტი გრიგოლ ბერბიჭაშვილი ამბობს – სააკაშვილს მოძრაობა შენელებული აქვს, არადა, ადრე ტყვიასავით იყოო!
მართალია მიშროპოლიტი ბერბიჭაშვილი – სააკაშვილი ადრე ტყვიასავით იყო და სწორედ იმიტომ დახოცა იმდენი ხალხი!“ – ასე ეხმაურება ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის მეუფე გრიგოლის ვიზიტს რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში, მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად.

„ჰო, სააკაშვილი ტყვიასავით რომ იყო, სწორედ იმიტომ წვანან დღეს მიწაში გურამ შარაძე და სანდრო გირგვლიანი, ბუტა რობაქიძე და ზურა ვაზაგაშვილი, გიორგი გამცემლიძე და გია კრიალაშვილი, როინ შავაძე და სერგო თეთრაძე, დათო ცინდელიანი და პაატა ქარდავა…ბევრი სხვა.
არ მინდა, ახალგაზრდა პრეზიდენტი ვიგლოვოთო – ამბობს მიშროპოლიტი ბერბიჭაშვილი!
კი მაგრამ, რომელი ახალგაზრდა იგლოვეთ თქვენ, მიშროპოლიტო?
მაგ თქვენი ტყვიასავით სააკაშვილის მიერ დახვრეტილი რომელი ახალგაზრდის გამო დაგედინათ კურცხალი და რომელი შვილმოკლული დედისა და მამის ტრაგედია მიიტანეთ გულთან?
თქვენ მაშინ საგლოვად სად გეცალათ, მიშროპოლიტო?

თქვენ მაშინ სააკაშვილს სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებულ ,,პაესტკებში” დაჰყავდით დუბაისა თუ პარიზში, რაც, სხვათაშორის, მის მიერ 9 მილიონის გაფლანგვის შესახებ აღძრულ სისხლის სამართლის საქმის მასალებში დოკუმენტურად არის დადასტურებული,“ – წერს ჯაბა ხუბუა და მიტროპოლიტს 2012 წლის არჩევნების დროს დაფიქსირებულ პოზიციას შეახსენებს, რომელსაც ჟურნალისტის ინფორმაციით, მეუფე გრიგოლი ამბიონიდან აცხადებდა.

„თქვენ მაშინ, მიშროპოლიტო ბერბიჭაშვილო, პირდაპირ ფოთის საკათედრო ტაძრის ამბიონიდან ეწეოდით მკვლელი, მწამებელი და გამაუპატიურებელი ნაცრეჟიმის აგიტაციას და 2012 წელს მრევლს მოუწოდებდით, 5 ნომერი შემოეხაზათ!
ეჰ, მიშროპოლიტო ბერბიჭაშვილო, ეგ თქვენი ტყვიასავით სააკაშვილი საქართველოს ისე მოხვდა გულში, როგორც ილიას – ბერბიჭაშვილის ბერდენკიდან გასროლილი ტყვია!
თქვენ კი, მიშროპოლიტო ბერბიჭაშვილო, რა თქმა უნდა, ტყვიასავით სააკაშვილი უფრო გტკივათ, ვიდრე მის მიერ მოკლული საქართველო!“- წერს ჯაბა ხუბუა.

ფეისბუქ პოსტის დასასრულს ხუბუა მიტროპოლიტს კიდევ ერთი შეკითხვით მიმართავს, რომლითაც მეუფე გრიგოლს, საკუთარ წარსულს შეახსენებს.
„ისე, მიშროპოლიტო, ახლანდელი ციხის პირობებზე რას იტყვით? ჯობია ყოფილი წულუკიძის, ანუ ხონის კოლონიას, სადაც თქვენ ოთხიდან ერთ-ერთი პატიმრობის დროს იხდიდით სასჯელს?!“- წერს ჯაბა ხუბუა.

ცნობისათვის, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა,  მეუფე გრიგოლმა დღეს პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტი მოინახულა.
მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ  მეუფე გრიგოლმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სააკაშვილი შიმშილობის გამო თავს სუსტად გრძნობს.
„ბუნებრივია, რომ ამდენი დღის შიმშილობის შემდგომ, თავს სუსტად გრძნობს. თუმცა, მხნეობას არ კარგავს. სისუსტე სახის ფერზეც ეტყობა, მოძრაობა შენელებული აქვს, რომ ვიცით როგორი ტყვიასავით იყო,“- განაცხადა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!

10:00 11-07-2026
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
ახალი ამბები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი

15:45 11-06-2026
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესმობაილბანკში ანაბრის გახსნა უკვე ციფრულადაა შესაძლებელი

15:40 11-06-2026
პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა
ახალი ამბები

პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა

13:54 11-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved