პარტია “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია ეხმაურება პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომელმაც გუშინ, იმედის ეთერში მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას აღნიშნა, რომ ადამიანს აქვს თვითმკვლელობის უფლება, თუმცა ეს სახელმწიფოს პასუხისმგებლობა ვერ იქნება.
“ღიად თქვა ღარიბაშვილმა სააკაშვილზე მოკვდესო. პოლიტიკურად ყველაფერი გასაგებია. აი კანონში სად ნახა მიბრძანდით იკალით თავიო ეგ არ ვიცი. კანონით თვითმკვლელობა ჯარიმით ისჯება. ესეიგი ამხელა განცხადებას აკეთებს და იქაც ტყუილზე და უვიცობაზე დაფუძნებულს” – აცხადებს ხოშტარია.
კომენტარები