• რეკლამა
  • კონტაქტი
21:02, სამშაბათი, 24 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

პეტრე ცაავა ღარიბაშვილზე: ტყუილად იბრალებთ, რომ რაიმე გაგეგებათ ეკლესიურობის,ზოგადად ქრისტიანობის

ალია ავტორი - ალია
13:56 10-29-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
31

მიტროპოლიტი პეტრე ცაავა ირაკლი ღარიბაშვილს მიმართავს და აღნიშავს, რომ მას ეკლესიურიბის და ქრისტიანობის არაფერი გაეგაბა.

“ბატონო პრემიერო, ტყუილად იბრალებთ, რომ რაიმე გაგეგებათ ეკლესიურობის,ზოგადად ქრისტიანობის, მართლმადიდებლობის და სახელმწიფოებრიობის. ორგზის პრემიერ-მინისტრობით სამწუხაროდ ვერ გასცდით ორღობის ჭორიკანა დედაკაცის შეგნებას. თქვენ ეკლესიის მხოლოდ უახლესი ისტორიის როლს ხედავთ, საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ეპოქისას,რომელიც ემსახურებოდა და თანამშრომლობდა ათეისტ ხელისუფლებასთან და რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა კანონიერი და ეროვნული ხელისუფლების დამხობაში საბჭოთა პატრიარქ ილიას ხელმძღვანელობით, რომელიც დღემდე კრემლის მე -5 კოლონას წარმოადგენს და თქვენი მავნებელი მმართველობის ამაო დასაყრდენს. თქვენზეა ნათქვამი გენიალური ქართული ანდაზა: “წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო”. ეკლესიის როლი და მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნის გადარჩენის საკითხში ესმოდა წმ. მეფე დავით აღმაშენებელს, რომელმაც რუის-ურბნისის საეკლესიო კრება ჩაატარა, რომელიც იყო რჯულის კანონის უზენაესობის გარანტი სახელმწიფოში და რომელმაც პატრიარქ ილია მეორის მსგავსი მამათმავალი და ზნედაცემული იერარქებისაგან მოახდინა ეკლესიის გაწმენდა და გაჯანსაღება. ეკლესიის როლი ესმოდა წმ მეფე თამარს, რომელმაც საეკლესიო კრება მოიწვია მოწოდებით: “ მხილება ჩემგან დაიწყეთ…” ეკლესიის როლი კარგად იცოდა მართლმადიდებლური შეგნების საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ, რომელიც თქვენს მსგავსად ეკლესიის უზნეობათა კრებსეს კი არ აგროვებდა სასულიერო პირების კომპრომატირებისთვის, არამედ ამხელდა ეკლესიაში სუკის აგენტებს, ქვაბავაზაკებს და საუბრობდა ახალი რუის ურბნისის საეკლესიო კრების მოწვევის აუცილებლობაზე, ლექსიც კი მიუძღვნა საბჭოთა, ცრუ პატრიარქს. სამარცხვინოა, როცა ამტკიცებთ იმას და ჭორიკნობთ იმაზე, რაც არ იცით და არც გაგეგებათ. თქვენზეა ამხდარი ებრაული რისხვა:“ შენი არ იცოდე და სხვისი არ გესმოდესო…” ღვთის შეწევნითა და ქართველი ერის ერთსულოვნებით საქართველო აუცილებლად განთავისუფლდება ნეოსაბჭოთა-ნეობოლშევიკური საეკლესიო და საერო მმართველობიდან. ისტორია ყველაფერს დაარქმევს თავის სახელს, რასაც სულგრძელად ველოდებით. “გარდმოიხილე ზეცით ღმერთო, იხილე და მოხედე ვენახსა ამას… ” ამინ!” “, ნათქვამია მიტროპოლიტის მიმართვაში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალის საერთაშორისო კონფერენციაში მსოფლიოს წამყვანმა ბანკებმა მიიღეს მონაწილეობა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალის საერთაშორისო კონფერენციაში მსოფლიოს წამყვანმა ბანკებმა მიიღეს მონაწილეობა

16:43 03-24-2026
თიბისი კამპუსში – ტექნოლოგიებისა და Data კურსებზე – მიღება დაიწყო
ახალი ამბები

თიბისი კამპუსში – ტექნოლოგიებისა და Data კურსებზე – მიღება დაიწყო

13:29 03-24-2026
თიბისი კაპიტალმა მსხვილი ბიზნესისთვის სესხის ოპტიმალურ სავალუტო სტრატეგიაზე რეკომენდაციები გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მსხვილი ბიზნესისთვის სესხის ოპტიმალურ სავალუტო სტრატეგიაზე რეკომენდაციები გამოაქვეყნა

12:22 03-24-2026
რა სიმპტომები მიგვანიშნებს გულის პრობლემას და როგორ უნდა მოვიქცეთ ამ დროს? – თამარ ჯანაშია
ახალი ამბები

რა სიმპტომები მიგვანიშნებს გულის პრობლემას და როგორ უნდა მოვიქცეთ ამ დროს? – თამარ ჯანაშია

16:45 03-23-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved