• რეკლამა
  • კონტაქტი
01:49, შაბათი, 12 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

30 ოქტომბერს ოპოზიციის მხარდაჭერით თქვენ გადაარჩენთ ადამიანის სიცოცხლეს…შევხვდებით გამარჯვებულ საქართველოში – უგულავა

ალია ავტორი - ალია
13:20 10-29-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
33

ეს არჩევნები აღარაა უბრალოდ მერების არჩევნები. აქ აღარ წყდება ამბავი თუ ვინ რომელ კაბინეტს დაიკავებს. 30 ოქტომბერს ოპოზიციის მხარდაჭერით თქვენ გადაარჩენთ ადამიანის სიცოცხლეს – მიმართვას არჩევნებამდე 1 დღით ადრე ფოთის მერობის კანდიდატი გიგი უგულავა ავრცელებს:

“ჩემო ფოთელებო, ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ ამ თვეების განმავლობაში ფოთის პრობლემებზე, მის პერსპექტივებზე. ახლა მოქმედების დროა. 30 ოქტომბერს თქვენ ხელში გადმოდის გადაწყვეტილების მიღების სადავეები. ახლა თქვენ უნდა გადაწყვიტოთ მივცემთ საშუალებას ოლიგარქებს ხახუბიებს, ლატარიებს კვლავ ძიძგნონ, დაინაწილონ ქალქი და სამადლოდ თევზის სუნი გვაკმარონ, – შევეგუებით ამ უთავბოლოდ გადათხრილ ქუჩებს, რომელსაც ბოლო არ უჩანს, – ქალაქს დატოვებულს სავადმყოფოს გარეშე, პერსპექტივისა და მომავლის გარეშე თუ შემოვაბრუნებთ პორტს ქალაქისკენ, ხოლო ქალაქს ზღვისკენ, მივცემთ ფოთს ახლა სტრატეგიულ მნიშვნელობას, განვავითარებთ სანაპირო ზოლს მალთაყვიდან ანაკლიამდე, ტურიზმს, მრეწველობას და ვაქცევთ ფოთს ამ დიდი საშვილიშვილო პროექტის იდეის ცენტრად. ეს ყველაფერი დღეს თქვენს ხელშია ამასთანავე, გრძელვადიანი დასაქმების პროექტების პარალელურად ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს ჩვენი ქალაქის ყველაზე მოწყვლადი ჯგუფები. ამისთვის ჩემი გამარჯვების შემთხვევაში ფოთის ბიუჯეტიდან ფოთელი პენსიონერები 50 ლარიან დანამტს მიიღებენ, ხოლო ფოთელი სკოლის მოწაფეები უფასო კვებით იქნებიან უზრუნველყოფილი მეგობრებო, ფოთთან ერთად საქართველოს სხვა ქალაქებშიც უნდა გაიმარჯვოს ოპოზიციამ. ეს არჩევნები აღარაა უბრალოდ მერების არჩევნები. აქ აღარ წყდება ამბავი თუ ვინ რომელ კაბინეტს დაიკავებს. 30 ოქტომბერს ოპოზიციის მხარდაჭერით თქვენ გადაარჩენთ ადამიანის სიცოცხლეს. დიახ, სიცოცხლეს და არა მხოლოდ თავისუფლებას. ეს ადამიანი თქვენი პრეზიდენტია, სულერთია ის მოგწოთ თუ არა. აქ საუბარია უბრალოდ მთავარ სათნოებაზე, ადამიანის სიცოცხლეზე, რისთვისაც ვარსებობთ დედამიწაზე – მოდით არჩევნებზე, დაუჭირეთ მხარი ოპოზიციას და ამით გადაარჩინეთ ადამიანის სიცოცხლე! დიდი მადლობა შევხვდებით გამარჯვებულ საქართველოში, გამარჯვებულ ფოთში” ნათქვამია გიგი უგულავას მიმართვაში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

„ბიტნეტის“ კრიპტო ტრანზაქციების მოცულობა და ხასიათი ეჭვს იწვევს, რომ ის ფინანსურ პირამიდებთან მჭიდრო კავშირშია – აფბა
ახალი ამბები

„ბიტნეტის“ კრიპტო ტრანზაქციების მოცულობა და ხასიათი ეჭვს იწვევს, რომ ის ფინანსურ პირამიდებთან მჭიდრო კავშირშია – აფბა

21:28 09-11-2026
მეტი დრო ინვესტირებისთვის — თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე სავაჭრო საათები გაიზარდა
ახალი ამბები

მეტი დრო ინვესტირებისთვის — თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე სავაჭრო საათები გაიზარდა

17:15 09-11-2026
თიბისის მობაილბანკის აგვისტოს განახლებები – კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა ერთ სივრცეში
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის აგვისტოს განახლებები – კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა ერთ სივრცეში

14:23 09-11-2026
თიბისის ბარათებზე Back to school შეთავაზებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისის ბარათებზე Back to school შეთავაზებები გრძელდება

13:52 09-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved