• რეკლამა
  • კონტაქტი
21:00, სამშაბათი, 24 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

60 წელს გადაცილებულ აუცრელ მოქალაქეებს სახლიდან გასვლა აეკრძალათ – მკაცრი შეზღუდვები და ურთულესი ეპიდვითარება რუსეთში

ალია ავტორი - ალია
12:52 10-29-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
21

რუ­სეთ­ში ურ­თუ­ლე­სი ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი ვი­თა­რე­ბაა. ყო­ველ­დღი­უ­რად ინ­ფი­ცი­რე­ბის ათი­ა­თა­სო­ბით შემ­თხვე­ვა ვლინ­დე­ბა. მხო­ლოდ 28 ოქ­ტომ­ბერს ქვე­ყა­ნა­ში ინ­ფი­ცი­რე­ბის 40 096 ახა­ლი შემ­თხვე­ვა აღ­წე­რეს, ამა­ვე დღეს ვირუსს 1159 ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ქვე­ყა­ნა­ში მა­სობ­რი­ვი ვაქ­ცი­ნა­ცი­ის მცდე­ლო­ბაა, აც­რილ­თა პრო­ცენ­ტუ­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი და­ბა­ლია და სრუ­ლად ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლია მო­სახ­ლე­ო­ბის 38,3%. ამის მი­ზე­ზი რუ­სუ­ლი წარ­მო­ე­ბის Sputnik V-ის მი­მართ ადა­მი­ა­ნე­ბის სკეპ­ტი­კუ­რი გან­წყო­ბაა. ბევ­რი ამ­ბობს, რომ არ ენ­დო­ბი­ან ად­გი­ლობ­რი­ვი წარ­მო­ე­ბის ვაქ­ცი­ნებს.

რა შე­ზღუდ­ვე­ბი და­წეს­და კო­რო­ნა­ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის პრე­ვენ­ცი­ის მიზ­ნით?

  • მძი­მე ეპიდ­ვი­თა­რე­ბის და­სა­რე­გუ­ლი­რებ­ლად, მოს­კოვ­ში ნა­წი­ლობ­რი­ვი “ლო­ქ­და­უ­ნი” გა­მო­ცხად­და. და­ი­კე­ტა მო­ლე­ბი, რეს­ტორ­ნე­ბი და სკო­ლე­ბი. რუ­სე­თის დე­და­ქა­ლაქ­ში მხო­ლოდ აფ­თი­ა­ქე­ბი და სუ­პერ­მარ­კე­ტე­ბი იმუ­შა­ვე­ბენ ჩვე­ულ რე­ჟიმ­ში. საკ­ვე­ბი ობი­ექ­ტე­ბი კი მხო­ლოდ სახ­ლში მი­ტა­ნის სერ­ვი­სით შეძ­ლე­ბენ მუ­შა­ო­ბას. რო­გორც კერ­ძო, ასე­ვე სა­ჯა­რო სტრუქ­ტუ­რებს და­საქ­მე­ბულ­თა 30%-ის სახ­ლი­დან მუ­შა­ო­ბის რე­ჟიმ­ზე გა­დაყ­ვა­ნა და­ე­ვა­ლათ.
  • რე­გი­ო­ნებ­ში რეს­ტორ­ნე­ბის მუ­შა­ო­ბა ღა­მის 11:00-დან დი­ლის 6:00 სა­ა­თამ­დე აიკ­რძა­ლა, ასე­ვე აიკ­რძა­ლა გა­სარ­თო­ბი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის ჩა­ტა­რე­ბა
  • მთელ ქვე­ყა­ნა­ში 28 ოქ­ტომ­ბრი­დან 7 ნო­ემ­ბრამ­დე 9-დღი­ა­ნი შვე­ბუ­ლე­ბით ისარ­გებ­ლებს ქვეყ­ნის და­საქ­მე­ბუ­ლი მო­სახ­ლე­ო­ბა.
  • წინა კვი­რას 60 წელს გა­და­ცი­ლე­ბულ მო­სახ­ლე­ო­ბას კი­დევ ერთი ახა­ლი შე­ზღუდ­ვა და­ე­კის­რა. აღ­ნიშ­ნულ ასა­კობ­რივ ჯგუფ­ში შე­მა­ვალ აუც­რელ ადა­მი­ა­ნებს 25 ოქ­ტომ­ბრი­დან 4 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში სახ­ლი­დან გას­ვლა ეკ­რძა­ლათ. რო­გორც ცნო­ბი­ლია, ამ ჯგუფ­ში შე­მა­ვალ­თა­გან მხო­ლოდ მე­სა­მე­დია აც­რი­ლი,. რუ­სეთ­ში კო­ვი­დის სა­ერ­თო მსხვერ­პლთა რა­ო­დე­ნო­ბის 86%-ს სწო­რედ 60 წელს გა­და­ცი­ლე­ბუ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი შე­ად­გე­ნენ.

სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ შე­ზღუდ­ვე­ბის და­წე­სე­ბის გამო, რუ­სე­თის მო­სახ­ლე­ო­ბის ნა­წი­ლი სა­მოგ­ზა­უ­როდ წა­სას­ვლე­ლად ემ­ზა­დე­ბა. ეგ­ვიპ­ტის სა­კუ­რორ­ტო სას­ტუმ­რო­ე­ბი, რო­მე­ლიც და­სას­ვე­ნებ­ლად პო­პუ­ლა­რუ­ლი ად­გი­ლია რუ­სე­ბის­თვის, სრუ­ლად და­ჯავ­შნი­ლია, ხოლო რუ­სე­თი-ეგ­ვიპ­ტის ავი­ა­რე­ი­სე­ბის ბი­ლე­თე­ბი მთლი­ა­ნად გა­ყი­დუ­ლი.

ვინც და­სას­ვე­ნებ­ლად არ მი­დის და სახ­ლში აპი­რებს დარ­ჩე­ნას, ისი­ნი პა­ნი­კუ­რად იმა­რა­გე­ბენ პრო­დუქ­ტებს. მოს­კო­ვის ორენ­ბურ­გის ბა­ზარ­ში, ამ კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი რა­ო­დე­ნო­ბით ხორ­ცი და თევ­ზე­უ­ლო­ბა გა­ი­ყი­და.

რუ­სე­თის სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­დაც­ვის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი, ანა პა­პო­ვა ქვე­ყა­ნა­ში შექ­მნილ მძი­მე კო­ვიდსი­ტუ­ა­ცი­ა­ზე სა­უბ­რობს და ამ­ბობს, რომ სა­ვაჭ­რო ცენ­ტრებ­ში, რეს­ტორ­ნებ­ში, ფიტ­ნეს ცენ­ტრებ­ში და სხვა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი თავ­შეყ­რის ად­გი­ლებ­ში უფრო კა­ტე­გო­რი­უ­ლი და სწრა­ფი ზო­მე­ბის მი­ღე­ბაა სა­ჭი­რო.

ცნო­ბის­თვის, worldometers-ზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, კო­რო­ნა­ვირუ­სის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვის გა­მოვ­ლე­ნი­დან დღემ­დეგ, რუ­სეთ­ში სა­ერ­თო ჯამ­ში, ინ­ფი­ცი­რე­ბის 8,3 მი­ლი­ო­ნი შემ­თხვე­ვა გა­მოვ­ლინ­და, გარ­და­იც­ვა­ლა 235 057 პა­ცი­ენ­ტი. ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა სა­ერ­თო რა­ო­დე­ნო­ბით, ის მსოფ­ლი­ოს მე­ხუ­თე ქვე­ყა­ნაა და მხო­ლოდ აშშ-ს, ინ­დო­ეთს, ბრა­ზი­ლი­ა­სა და დიდ ბრი­ტა­ნეთს ჩა­მორ­ჩე­ბა.

ambebi.ge

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალის საერთაშორისო კონფერენციაში მსოფლიოს წამყვანმა ბანკებმა მიიღეს მონაწილეობა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალის საერთაშორისო კონფერენციაში მსოფლიოს წამყვანმა ბანკებმა მიიღეს მონაწილეობა

16:43 03-24-2026
თიბისი კამპუსში – ტექნოლოგიებისა და Data კურსებზე – მიღება დაიწყო
ახალი ამბები

თიბისი კამპუსში – ტექნოლოგიებისა და Data კურსებზე – მიღება დაიწყო

13:29 03-24-2026
თიბისი კაპიტალმა მსხვილი ბიზნესისთვის სესხის ოპტიმალურ სავალუტო სტრატეგიაზე რეკომენდაციები გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მსხვილი ბიზნესისთვის სესხის ოპტიმალურ სავალუტო სტრატეგიაზე რეკომენდაციები გამოაქვეყნა

12:22 03-24-2026
რა სიმპტომები მიგვანიშნებს გულის პრობლემას და როგორ უნდა მოვიქცეთ ამ დროს? – თამარ ჯანაშია
ახალი ამბები

რა სიმპტომები მიგვანიშნებს გულის პრობლემას და როგორ უნდა მოვიქცეთ ამ დროს? – თამარ ჯანაშია

16:45 03-23-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved