Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს რეგიონებიდან კორონავირუსის ყველაზე მეტი ახალი შემთხვევა კვლავ თბილისში, იმერეთსა და კახეთში გამოვლინდა.
„დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 965 ახალი შემთხვევიდან:თბილისში გამოვლენილია 1 416 შემთხვევა, აჭარა – 161, იმერეთი – 753, ქვემო ქართლი – 325, შიდა ქართლი – 290, გურია – 115, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 271, კახეთი – 427, მცხეთა-მთიანეთი – 78, სამცხე-ჯავახეთი – 95, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 34“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 711 255 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 652 505, გარდაიცვალა 9 961 პაციენტი.
კომენტარები