ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი ზაზა წერეთელი, სოციალურ ქსელში კოვიდ გრაფიკებს აქვეყნებს და საქართველოში არსებულ ეპიდსიტუაციასა და ვაქცინაციის ტემპზე ამახვილებს ყურადღებას:
“ოთხი მშვენიერი კოვიდ გრაფიკი, რომელსაც კომენტარიც კი არ სჭირდება. სამ მათგანზე საქართველო ყველას უსწრებს, მათ შორის ინდოეთსაც, რომლის ბედსაც ასე განიცდიდა საქართველოს მოსახლეობა და მეოთხე ვაქცინაცია, სადაც საქართველო ყველას ჩამორჩება, მათ შორის იმავე ინდოეთსაც, რომელმაც სწორედ ვაქცინაციით მოახერხა სიტუაციის გამოსწორება.
ეს ისე იყოს, კოვიდი კი დამარცხებულია საქართველოში, მაგრამ მაინც…”, – წერს ზაზა წერეთელი სოციალურ ქსელში.
კომენტარები