• რეკლამა
  • კონტაქტი
13:19, ოთხშაბათი, 15 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ვინა ხარ შენ, ნიკა გვარამიავ?”- იოსებ ჭუმბურიძე კოლეგას მიმართავს

ალია ავტორი - ალია
11:56 10-28-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
29

„ვინა ხარ შენ, ნიკა გვარამიავ?
როცა საკუთარ თავთან მარტო რჩები, ნუთუ მაშინ მაინც არ გიჩნდება კითხვა: „ვინ ვარ მე?” – ასე მიმართავს ჟურნალისტი იოსებ ჭუმბურიძე კოლეგას, „მთავარი არხის“ გენერალურ დირექტორს  ნიკა გვარამიას.

„ვინ ვარ მე?“ – ასეთ თემას ყველა პირველკურსელს ვაწერინებ. ეს ბატონი ნოდარ ტაბიძისგან წამოვიღე, იმ განუმეორებელი პროფესორისგან, თქვენმა ხელისუფლებამ უნივერსიტეტიდან რომ გააძევა. იმ დროს განათლების მინისტრი თქვენ არ იყავით, ჯერ პროკურორობა უნდა გამოგევლოთ(?!), მაგრამ თქვენი ბელადი ხომ „ყოველთვის იყო?!”
სხვათა შორის, თქვენი მინისტრობიდან ერთი გამონათება მახსოვს, ვერ დაგიკარგავთ: როცა იაკობ გოგებაშვილის საზოგადოებამ ნამდვილი „დედა ენა” წარმოგიდგინათ, მოიწონეთ და სკოლისკენ გზა მიეცით. ყოველ შემთხვევაში, თქვენეული რეზოლუცია ამას მოწმობდა.
მაგრამ შემდეგ რატომ აღარ დაინტერესდით „დედა ენის” ბედით?!
სად იყავით მაშინ, როცა თქვენი ბელადი პირველკლასელებს „საზეიმო ვითარებაში” ურიგებდა ბაკურ სულაკაურის გამოცემულ „დედა ენას” , სადაც დედა შვილს (ანდა – პირიქით) იას კი არ აჩვენებდა, არამედ აღტაცებით ეუბნებოდა:

„აუ, რა ლამაზი შადრევანია?!”
„ნახე, რამდენი ვარდია?!”
„შეხე, რა დიდი თვითმფრინავია?!”
დიახ, ვარდმა, თვითმფრინავმა და შადრევანმა, თქვენეული რევოლუციის ლექსიკამ ჩაანაცვლა იაკობის მსოფლიო აღმოჩენა – საანბანე სახელმძღვანელოს ოქროს გასაღები: „აი ია…”

სიტყვა გამიგრძელდა. ისევ კითხვას მივუბრუნდები: ვინა ხარ შენ, ნიკა გვარამიავ?
დაფიქრებულხარ ამ კითხვაზე? ერთხელ მაინც დამდგარხარ სარკესთან და საკუთარი თავისთვის გიკითხავს:
გაქვს კი უფლება, მოსაყდრეს სულიერად გახრწნილი უწოდო?
სააკაშვილის ნების ასე ურცხვად ამსრულებელს, გაქვს კი უფლება, ვინმეს ბიძინას მონა უწოდო?
გაქვს კი უფლება, საერთოდ ეკრანზე გამოჩნდე?

რას დაემსგავსე?! რას დაამსგავსე შენი ჟურნალისტები?! ეს რა აკადრეთ ქუთაისს?! მთელს საქართველოს რას აკადრებთ?!“- წერს იოსებ ჭუმბურიძე და ნიკა გვარამიას გულწრფელი სინანულისაკენ მოუწოდებს.

„მინისტრობის შემდეგ რომ სასწავლებლად (?!) გაგაგზავნეს, ასეთი კურიოზი რომ სხვას დამართნოდა, ადვილი წარმოსადგენია, რა ამბავს ატეხდი. 
იქნებ დადგა დრო, რომ სასწავლებლად კი არა, ცოდვების მოსანანიებლად გაემგზავრო, ოღონდ, არა მელიასავით და არა იერუსალიმში, არამედ აქვე, ჩვენთან, ჩვენს რომელსამე მონასტერში.
იქნებ სათნოება და სიყვარული სწორედ იმან დაგიბრუნოს, რაც ახლა ყველაზე მეტად გძულს. 
უფალი ხომ ყოვლისშემძლეა…
„წადი, წადი მონასტერში, მონასტერში”…გვარამიავ!“- წერს იოსებ ჭუმბურიძე.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?
ახალი ამბები

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?

15:14 07-08-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

მანქანის კონდეციონერი
ახალი ამბები

“ფრეონი აკლია, ძმაო” – დიდი საზაფხულო აფერა – როგორ ამოიცნო მანქანის კონდიციონერის პროფესიონალი ხელოსანი

19:27 07-14-2026
N1 ქსელი სამოგზაუროდ – “სელფის” როუმინგის კამპანია
ახალი ამბები

N1 ქსელი სამოგზაუროდ – “სელფის” როუმინგის კამპანია

16:39 07-14-2026
თიბისი ტექსკოლა – ონლაინ ტექგანათლება, რომელიც საქართველოს ყველა რეგიონს აერთიანებს
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – ონლაინ ტექგანათლება, რომელიც საქართველოს ყველა რეგიონს აერთიანებს

13:46 07-14-2026
ლომბარდი
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი „ჰკითხე ექსპერტს“ კამპანიის ფარგლებში გადახდის მოქნილ პირობებს განმარტავს

19:38 07-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved