„როდესაც ხელისუფლებას უსინდისობის და მარაზმის მეტი არაფერი აქვს შესათავაზებელი, ჩვენი პასუხი მხოლოდ შეიძლება იყოს ერთი – ეს არის გამარჯვება. როდესაც ხელისუფლებას პედაგოგები, ექიმები, უბრალო სახელმწიფო მოხელეები 400 კმ-ზე მიჰყავს იმიტომ, რომ მარტო ტაში აკვრევინოს და ის ხალხი ტაშს არ უკრავს, ჩვენი ამოცანა უნდა იყოს, გავათავისუფლოთ ის ხალხი, გავათავისუფლოთ ყველა ადამიანი, იმიტომ, რომ ეს ბრძოლა არის თავისუფლებისთვის, ეს ბრძოლა არის მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებისთვის, ეს ბრძოლა არის იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში აღარასდროს არავინ აღარ იყოს პოლიტპატიმარი, რომ მიხეილ სააკაშვილი იყოს უკანასკნელი პოლიტპატიმარი ამ ქვეყანაში“, – ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის ფოთის მერობის კანდიდატმა გიგი უგულავამ ზუგდიდში ოპოზიციის წარდგენისას განაცხადა.
კომენტარები