• რეკლამა
  • კონტაქტი
21:34, პარასკევი, 11 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“გინდა ვთქვა გინდა არა, ვიღაც მაინც მაგინებს” – დავით ზურაბიშვილი

ალია ავტორი - ალია
10:35 10-28-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
71

ანალიტიკოსი დავით ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის წინ შექმნილ ვითარებას აფასებს.
„ესე იგი რა სიტუაციაა ახლა.
თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში გადამწყვეტია ე. წ. ჩამოუყალიბებელი და მოყოყმანე ამომრჩეველთა ხმები. 
მხოლოდ მათი ხმები, ვისთვისაც ნაცმოძრაობის ოპოლიდერობის დადასტურება ხუთიანის შემოხაზვით როგორც მინიმუმ ასატანია ან იმდენად აუტანელია რომ ორმოცდაერთის შემოხაზვა ურჩევნია საკუთარი თუ სხვისი პასტით, არცერთი მხარის გამარჯვებისთვის საკმარისი არ არის. პირველი ტურის შედეგების მიხედვით ეს სრულიად ელემენტარული არითმეტიკაა,“- წერს ანალიტიკოსი.

მისი თქმით, შექმნილ ვითარებაში ორივე მხარე, ასეთი ამომრჩევლის მიმხრობას უნდა ცდილობდეს, თუმცა ყველაფერი პირიქით ხდება.
„როგორ უნდა იქცეოდნენ ასეთ სიტუაციაში დაპირისპირებული მხარეები? ცხადია, ორივე მხარე უნდა ცდილობდეს ამ ტიპის ამომრჩევლის თავის მხარეზე გადაყვანას და იმ ნეგატიური ემოციების განეიტრალებას, რის გამოც მისი მხარდაჭერისგან ეს ხალხი თავს იკავებს. 
და რა ხდება რეალურად? ერთი მხარე ასეთ ხალხს ეუბნება, მე თუ არ დამიჭერ მხარს, მაშინ შენი დედა …ო და მეორე მხარე კი ეუბნება, თუ მე არ მიჭერ მხარს, მაშინ შენს დედას …ო.
ჰოდა, რავი აბა, ნორმალურია ვითომ ეს?
P. S. მე ვის ვაძლევ ხმას, ამის გამოცნობას ტყუილად ნუ შეეცდებით, რადგან გინდა ვთქვა გინდა არა, ვიღაც მაინც მაგინებს და რახან ყველა შემთხვევაში უნდა მაგინონ, ბარემ არ გეტყვით,“- წერს დავით ზურაბიშვილი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

„ბიტნეტის“ კრიპტო ტრანზაქციების მოცულობა და ხასიათი ეჭვს იწვევს, რომ ის ფინანსურ პირამიდებთან მჭიდრო კავშირშია – აფბა
ახალი ამბები

„ბიტნეტის“ კრიპტო ტრანზაქციების მოცულობა და ხასიათი ეჭვს იწვევს, რომ ის ფინანსურ პირამიდებთან მჭიდრო კავშირშია – აფბა

21:28 09-11-2026
მეტი დრო ინვესტირებისთვის — თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე სავაჭრო საათები გაიზარდა
ახალი ამბები

მეტი დრო ინვესტირებისთვის — თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე სავაჭრო საათები გაიზარდა

17:15 09-11-2026
თიბისის მობაილბანკის აგვისტოს განახლებები – კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა ერთ სივრცეში
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის აგვისტოს განახლებები – კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა ერთ სივრცეში

14:23 09-11-2026
თიბისის ბარათებზე Back to school შეთავაზებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისის ბარათებზე Back to school შეთავაზებები გრძელდება

13:52 09-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved