საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე ამბობს, რომ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში კორონავირუსის ძლიერი ტალღა იწყება. როგორც ფხაკაძე ამბობს, იმ ქვეყნებში სადაც ვაქცინაციის მოცვა დაბალია, ვითარება უმძიმესია.
“კარგად მომისმინეთ, მეგობრებო. აღმოსავლეთ ევროპაში იწყება საშინელება. ამ წუთას რუმინეთში ხდება კატასტროფა. თქვენ არ იცით რა ხდება ქვეყნებში, სადაც ვაქცინირებულები არ არიან. ყველას ყოფა ეტირა იქ.
უმძიმესი მდგომარეობაა ასევე უკრაინასა და რუსეთში. ეს ცუნამიც აღარ არის, ცუნამი მოგონებაა იმასთან შედარებით, რაც იქ ხდება.
უმძიმესი ზამთარი გვექნება. მე გითხარით, გაგაფრთხილეთ, რომ ეს ახალი ვარიანტი არის დელტას შვილიშვილი.
მე საქართველოდან მივდივარ. ერთმანეთზე უარესები არიან. ძალიან დამღლელია “ – ამბობს ფხაკაძე.
კომენტარები