• რეკლამა
  • კონტაქტი
19:11, პარასკევი, 11 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ყურადღება არ მივაქციოთ მის პროტესტს, რადგან დარწმუნებული ბრძანდებოდეთ – მოშივდება და შეჭამს!“ – დავით ზარდიაშვილი

ალია ავტორი - ალია
12:06 10-27-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
84

ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი სოციალურ ქსელში პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის მოტივებსა და სავარაუდო შედეგებს განიხილავს.
ანალიტიკოსი ამბობს, რომ სააკაშვილის შიმშილობა „თავიდან ბოლომდე უზნეოა.“

„უზნეოა, უწინარეს ყოვლისა, იმიტომ, რომ ეს ე.წ. შიმშილობა არც რაიმე კონკრეტულ პოლიტიკურ მოთხოვნასთან, არც მის რომელიმე კონკრეტული კანონიერი უფლების დაცვასთან, საერთოდაც – არავითარ სიმართლესთან, არანაირ სამართლიანობასთან, არაფრითაა დაკავშირებული! იმთავითვე იმიტირებულია და ყურადღების მისაპყრობად, აჟიოტაჟის, ტვინის წამღები ხმაურისა და ყაყანის გამოსაწვევად ცრუ-პროტესტს წარმოადგენს; ზუსტად იგივეა, როცა ცუდად აღზრდილი, გაზულუქებული ბავშვი ჭამაზე უარს აცხადებს, რათა მშობელს მეტი მოფერება და განებივრება დასტყუოს! 

ნიშანდობლივია: ახლა მისი მომხრეების მთავარი მოთხოვნა გახლავთ – სააკაშვილის კერძო კლინიკაში გადაყვანა და სხვა, მეტი არც არაფერი! ეს მკაფიოდ უჩვენებს, რომ ამ ე.წ. შიმშილობის რაიმე სერიოზულ პოლიტიკურ აქტად, ზნეობაზე ხომ საუბარიც ზედმეტია, განხილვაც კი წარმოუდგენელია, მართლაც: ნორმალური არავინ დაიწყებს პოლიტიკურ შიმშილობას, რათა მერე – განსაკუთრებული, მხოლოდ მისთვის განკუთვნილი და „პერსონალურად ვიპ-სერვისი , გამორჩეულად პრივილეგირებული მზრუნველობა მოითხოვოს; ეს თავისთავად უკვე ცხადჰყოფს სააკაშვილის უზნეობასაც და მის მომხრეთა უსჯულოებასაც – ისინი არად დაგიდევენ არც ზნეს და არც სამართალს,“- წერს ანალიტიკოსი.
~დავით ზარდიაშვილი ქართველი ეროვნული გმირის, მერაბ კოსტავას მაგალითს იხსენებს და წერს, რომ სააკაშვილის შიმშილობა, კოსტავას შიმშილობისაგან „დიამეტრალურად საპირისპიროა.“

„პოლიტიკურ მოშიმშილეთა ზნე და გაუტეხელი ხასიათი კარგად არის ცნობილი ჩვენთვის ჯერ კიდევ სულგანათლებული მერაბ კოსტავას დიდი შიმშილობიდან ანგარსკის ციხეში, რაც წელიწადი და თვენახევარი (!) გაგრძელდა (იქ, შიმშილობის მე-8 თვეს დაწერა მერაბმა პოემა „შიმშილობა“); რომ აღარაფერი ვთქვათ – 1988 წლის ნოემბრის დიდი შიმშილობის აქტზე, რამაც ეროვნული მოძრაობა ააზვირთა; იქიდან ყველას უნდა გვახსოვდეს: შიმშილობა უწინარესად – ზნეობრივი და მხოლოდ ამის შემდეგაა – პოლიტიკური აქტი. ამ დროს, ბუნებრივია, სწორედაც ზნეობა – სიმართლე და სამართლიანობაა მთავარი; მოშიმშილეს იმწუთასვე უდიდესი ზნეობრივი უპირატესობა აქვს, რადგან იგი უკიდურესი ფორმით ახდენს დემონსტრირებას – მისი პროტესტი იმდენად სამართლიანია და პირიქით, რასაც აპროტესტებს იმდენად უსამართლო, რომ ამისათვის ღირს თავის გაწირვა! იგი – სიმართლეს, მეტიც – ჭეშმარიტებას ეწირება და არა საკუთარ ამპარტავნებას!

კარგად მახსოვს, მერაბ კოსტავას მკაცრი გაფრთხილება – თუ არა ხართ ბოლომდე დარწმუნებული, უწინარესად თქვენსავე გულწრფელობას, ჭეშმარიტების ერთგულებასა და ღვთის მოშიშობაში, არც კი გაბედოთ, არც კი გაიფიქროთ ასეთი საბედისწერო აქტის, შიმშილობის დაწყება, რადგან თქვენს რწმენას ისეთი მძიმე გამოცდა ელის, რასაც წინასწარ ვერც კი წარმოიდგენთო და არცერთი ადამიანი ამისათვის, მსგავსი ზნეობრივი და არა მხოლოდ ფიზიკური, განსაცდელისათვის, რაც ანგარსკში თავად გავიარე, ერთი დღითაც კი, არ მემეტებაო! 

რასაკვირველია, სააკაშვილის ეს შიმშილობა, იმისი, რაც დიდმა მერაბ კოსტავამ გვაჩვენა, იგივე – ნოემბრის დიდი შიმშილობისაც, სწორედაც რომ დიამეტრულად საპირისპიროა! განა შეიძლება, დაცინვა და მასხრად აგდება არ არის, რომ უსამართლობამ – სამართალი, უსჯულოებამ – სჯული, უზნეობამ – ზნე და საბოლოო ჯამში, სატანამ (ფუი ეშმაკს!) – ღმერთის სუფევა აპროტესტოს?! თურმე შეიძლება და ამასაც კი მოვესწარით. 

მაგრამ რაოდენ ბრიყვი უნდა იყო ადამიანი, რომ სააკაშვილის თავგანწირვისა გჯეროდეს?! დიახ, შესაძლოა, იგი პოლიტიკური ცხოველია, მაგრამ ისიც ხომ უკეთ ვიცით, ისეთი საქონელიც რომ არის, რომლისთვისაც თავაშვებული „ჭამა და სექსი“, ძალაუფლების ჟინზე არანაკლებ მნიშვნელოვანია! არავითარ თანაგრძნობას არ იმსახურებს, რადგან რაც არ უნდა ძალაუფლების ვნებით იყოს შეპყრობილი, საკუთარ ხორცს ვერ დათრგუნავს და არც ავნებს! ამიტომ, როგორც ჭირვეულ და განებივრებულ ბავშვს ექცევიან, ისევე უნდა მოვექცეთ – გონივრულად, ე.ი. ყურადღება არ მივაქციოთ მის პროტესტს, რადგან დარწმუნებული ბრძანდებოდეთ – მოშივდება და შეჭამს!“- წერს დავით ზარდიაშვილი.

ცნობისათვის, ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც სამართალდამცავებმა 1 ოქტომბერს დააკავეს, დაკავების დღიდან შიმშილობს.
ექსპრეზიდენტის მომხრეები, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმებაზე საუბრობენ და მის კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

მეტი დრო ინვესტირებისთვის — თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე სავაჭრო საათები გაიზარდა
ახალი ამბები

მეტი დრო ინვესტირებისთვის — თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე სავაჭრო საათები გაიზარდა

17:15 09-11-2026
თიბისის მობაილბანკის აგვისტოს განახლებები – კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა ერთ სივრცეში
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის აგვისტოს განახლებები – კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა ერთ სივრცეში

14:23 09-11-2026
თიბისის ბარათებზე Back to school შეთავაზებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისის ბარათებზე Back to school შეთავაზებები გრძელდება

13:52 09-11-2026
წინანდლის ამფითეატრის სცენაზე მალერის “აღდგომა” შესრულდა
ახალი ამბები

წინანდლის ამფითეატრის სცენაზე მალერის “აღდგომა” შესრულდა

13:44 09-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved