• რეკლამა
  • კონტაქტი
22:58, ორშაბათი, 9 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი მთავარი

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით თანამედროვე სტანდარტების იტალიური პურის საწარმო- „რომივერია“ გაიხსნა

ალია ავტორი - ალია
11:05 10-01-2021
- მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
41

საქართველოს ბანკი ბიზნესების მხარდაჭერას განაგრძობს. ამჯერად ბანკისა და კომპანია „რომივერიას“ პარტნიორობით თანამედროვე სტანდარტების, იტალიური პურის საწარმო გაიხსნა.

კომპანია „რომივერია“ 2019 წელს დაარსდა. ის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში  თანამედროვე სტანდარტების საცხობისა და ნახევარფაბრიკატების პროექტს ახორციელებს.

პროექტის ჯამური ღირებულება 1.000.000 ევროს აღწევს, საიდანაც კერძო ინვესტიცია შეადგენს 750.000 ევროს, ხოლო საქართველოს ბანკის ფინანსური ჩართულობა – 250.000 ევროს აღწევს. 

პირველ ეტაპზე საწარმო მომხმარებელს სხვადასხვა სახეობის იტალიურ ბრტყელ პურს, პიადინას შესთავაზებს, მეორე ეტაპზე კი განხორციელდება ნახევარფაბრიკატების წარმოების პროექტი. „რომივერია“ მომხმარებელს ფართო ასორტიმენტს შესთავაზებს, ისეთს როგორიცაა:  მზა სენდვიჩები, დაჭრილი ლორი და ყველი, ასორტი ღვინისთვის ქართული ყველით, ჩირეულით და თხილით.

საწარმო „რომივერია“-ს პროდუქციის რეალიზაცია განხორციელდება როგორც ადგილობრივ  ბაზარზე, ასევე გავა ექსპორტზე.  

„რომივერია“ არის ადგილი, სადაც იტალიური ტექნოლოგიები ერწყმის ქართულ მიწას და სულს იმისათვის, რომ შეიქმნას გემრიელი, უვნებელი პროდუქტი. მოხარული ვართ, რომ ბანკთან პარტნიორობით ჩვენს მომხმარებელს გემრიელ სიახლეებს ახალი საწარმოს მეშვეობით შევთავაზებთ“,- განაცხადა კომპანია „რომივერიას“ დირექტორმა, გიორგი წარიამ.

„მოხარული ვართ რომ გვაქვს შესაძლებლობა, მხარი დავუჭიროთ ბიზნესს საქმიანობის წარმატებით განხორციელებაში. თანამედროვე სტანდარტების იტალიური პურისახალი საწარმოს მეშვეობით „რომივერია“ შეძლებს მომხმარებელს მაღალის ხარისხის პური და ნახევარფაბრიკატები შესთავაზოს. ჩვენი მიზანიც  სწორედ  ესაა, ბიზნესის მეტი ხელშეწყობა, წახალისება, რათა კიდევ უფრო გავაძლიეროთ ისინი და მათთან ერთად შევქმნათ მეტი ახალი სამუშაო ადგილი, ძლიერი ეკონომიკა და ადგილობრივი წარმოება ”,- განაცხადა საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა, ზურაბ მასურაშვილმა.

ინფორმაციითვის, საწარმო „რომივერია“-ში ინტეგრირებულია ISO:22000 და HACCPის სისტემები. ასევე, სრულად არის გათვალისწინებული სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული მითითებები. საწარმო აღჭურვილია საერთაშორისო დონის დანადგარებით, რომლებიც ფლობენ სერტიფიკატს – EURO-1.

თეგები: იტალიური პურის საწარმორომივერიასაქართველოს ბანკი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თბილისში ვაჭრობის დაფინანსებისა და საერთაშორისო გადახდების შესახებ რეგიონული კონფერენცია გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

თბილისში ვაჭრობის დაფინანსებისა და საერთაშორისო გადახდების შესახებ რეგიონული კონფერენცია გაიმართა – თიბისი

17:07 11-09-2026
მხოლოდ თიბისის ბიზნეს ინტერნეტ და მობაილბანკში, მოითხოვეთ თქვენზე მორგებული ვალუტის კურსი
ახალი ამბები

მხოლოდ თიბისის ბიზნეს ინტერნეტ და მობაილბანკში, მოითხოვეთ თქვენზე მორგებული ვალუტის კურსი

15:24 11-09-2026
გინეკოლოგთან ვიზიტი – რამდენად ხშირად არის საჭირო პროფილაქტიკური შემოწმება?
ახალი ამბები

გინეკოლოგთან ვიზიტი – რამდენად ხშირად არის საჭირო პროფილაქტიკური შემოწმება?

15:21 11-09-2026
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი კრწანისის რაიონში წინანაურის ქუჩაზე წყალმომარაგების ინფრასტრუქტურას სრულად აახლებს
ახალი ამბები

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი კრწანისის რაიონში წინანაურის ქუჩაზე წყალმომარაგების ინფრასტრუქტურას სრულად აახლებს

15:16 11-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved