• რეკლამა
  • კონტაქტი
22:03, ოთხშაბათი, 15 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ოცნების” მერობის კანდიდატის მტკიცებით, ქუთაისის ოპერის თეატრში მომღერლებს კოვიდი აქვთ და ბურჭულაძის მიღება ამიტომ ვერ მოხერხდა

ალია ავტორი - ალია
03:05 10-27-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
34

,,სადაც გინდათ შეგიძლიათ, თავისუფლად შეხვიდეთ, უბრალოდ ოპერაში გამოცხადებულია კარანტინი, რადგან რამდენიმე მუსიკოსს კოვიდი დაუდასტურდა” – ,,ქართული ოცნების” ქუთაისის მერობის კანდიდატის მტკიცებით, მსოფლიო საოპერო ბანის, პაატა ბურჭულაძის ქუთაისის ოპერის თეატრში შეშვება იმიტომ ვერ მოხერხდა, რომ რამდენიმე მომღერალს კოვიდი დაუდასტურდა, ამის შესახებ მან, საკუთარი ,,facebook”-ის გვერდზე პირდაპირ ეთერში ისაუბრა. 

,,მინდა, ბატონ პაატა ბურჭულაძეს მოვუწოდო, არ შეფერის თქვენი დონის ხელოვანს ასეთი იაფფასიანი ტრიუკები და ნუ აყვებით იმ თქვენი ფავორიტის თემებს, ვის მხარდასაჭერადაც ჩამობრძანდით და თქვენ იმიჯს ნუ შეილახავთ. სადაც გინდათ შეგიძლიათ, თავისუფლად შეხვიდეთ, უბრალოდ ოპერაში გამოცხადებულია კარანტინი, რადგან რამდენიმე მუსიკოსს კოვიდი დაუდასტურდა.

გუშინ ბრძანდებოდით თქვენ ცენტრალურ სამუსიკო სასწავლებელში და არავის არაფერი დაუშლია თქვენთვის, პირიქით, კიდევაც მიგიღეს, გიმასპინძლეს და გამოგაცილეს, როგორც ვიცი. ასე რომ, არ გინდათ ეს იაფფასიანი სიცრუე, ამ ქალაქში ყველამ ყველაფერი ვიცით და გთხოვთ, ამ ქალაქს პატივი ვცეთ, ქუთაისი ყველა სტუმრისთვის ღიაა”, – განაცხადა ხახალეიშვილმა.

ვინ ცრუობს რეალურად მსოფლიო ბანი თუ, ხახალეიშვილი ამის დადგენა ძალიან მარტივად, ქუთაისის ოპერის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, ირინა ლომინაძის მიერ, მედიისთვის მიცემული ინტერვიუთი შეიძლება, სადაც ლომინაძე ამტკიცებს, რომ პაატა ბურჭულაძე ოპერის თეატრში თავისი პოლიტიკური შეხედულების გამო არ შეუშვეს და ინფორმაცია კარანტინის შესახებ მტკნარი სიცრუეა. 

,,მე ვინც მიცნობს იციან, რომ მე ტყუილს არ ვიკადრებ… ეს არის ჩემი მოქალაქის კონსტიტუციური უფლება, იმიტომ რომ მე არ ვცემ იმ პარტიას პატივს, რომელი პარტიის გვერდითაც დგას პაატა ბურჭულაძე… ასეთი ტყუილი, როგორ შეიძლება, რომ იკადრო, თურმე მე იმიტომ გამოვაცხადე კარანტინი თეატრში, რომ ბურჭულაძე მოდიოდა“, – განაცხადა ლომინაძემ მედიასთან საუბრისას. 

შეგახსენებთ, მსოფლიო საოპერო ბანი პაატა ბურჭულაძე, რომელსაც ქუთაისის საოპერო დასთან გასაუბრება სურდა, 26 ოქტომბერს ოპერის თეატრში არ შეუშვეს. 

წყარო: „ნიუპოსტი“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?
ახალი ამბები

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?

15:14 07-08-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:18 07-15-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ნაკრები IOAI 2026-ის ოლიმპიადაზე იასპარეზებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ნაკრები IOAI 2026-ის ოლიმპიადაზე იასპარეზებს

14:29 07-15-2026
მანქანის კონდეციონერი
ახალი ამბები

“ფრეონი აკლია, ძმაო” – დიდი საზაფხულო აფერა – როგორ ამოიცნო მანქანის კონდიციონერის პროფესიონალი ხელოსანი

19:27 07-14-2026
N1 ქსელი სამოგზაუროდ – “სელფის” როუმინგის კამპანია
ახალი ამბები

N1 ქსელი სამოგზაუროდ – “სელფის” როუმინგის კამპანია

16:39 07-14-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved