• რეკლამა
  • კონტაქტი
22:58, კვირა, 8 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ლევან ბერძენიშვილი: ციხესთან მოყარეს ის ხალხი, რომელიც საერთოდ აზრზე არ არის, წამლიდან წამლამდე აზროვნებს

ალია ავტორი - ალია
12:22 10-26-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
78

„მართალი გითხრათ, მიხეილ სააკაშვილმა ბევრი გააკვირვა, მათ შორის, მომხრეებიც და მთავრობა ხომ გააკვირვა და გააკვირვა,“ –  ამის შესახებ ყოფილმა „რესპუბლიკელმა“, ლევან ბერძენიშვილმა განაცხადა და მიხეილ სააკაშვილის მოწინააღმდეგეთა გუშინდელი აქციაც შეაფასა.

ბერძენიშვილის მოსაზრებით, ხელისუფლებამ ეს ადამიანები „ჩამოიყვანეს, ჩამორეკეს.“

როგორც ლევან ბერძენიშვილმა თქვა, ყველას გაგება შეიძლება, მაგრამ ისინი ერთ თარგზე ჩამოსხმული ადამიანი არიან.

„მათ იოლად ვცნობ, რადგან პარლამენტის წევრი რომ ხარ, ჩვენც გვქონდა ასაღები ეს ცნობა და მეტადონის პროგრამას კარგად ვიცნობ თბილისშიც და ქუთაისშიც. ერთი-ორი ადამიანი ვიცანი მეტადონიდან. ამ დონეზე რომ დავა ხელისუფლება, იმის იმედი, რომ აქვს, თავად ვერ გასცემს პასუხს და მათ მაგივრად პასუხს გასცემს წერა-კითხვის უცოდინარი ადამიანი, რომელიც ბედნიერია, რომ ციხეში კი არ ზის, არამედ გარედან აგინებს პრეზიდენტს“, – განაცხადა ბეძენიშვილმა „მთავარი არხის“ ეთერში.

მისივე შეფასებით, ის, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ჩამოვიდა, ეს ნიშნავდა, რომ მან „ყველაფერი სერიოზულად გადაიაზრა“.

„მიხეილ სააკაშვილმა დაიმსახურა პატივისცემა. სულ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მარტო იმით დაიმსახურა, რომ ღირსეულად იბრძვის, როგორც უნდა იბრძოდეს პატიმარი. ფაქტია, რომ კაცი მძიმე ბრძოლაში შევიდა, იმსახურებს სიმპათიას, იმათ სიმპათიასაც იმსახურებს, ვისაც საერთოდ არ აქვს არც სიმპათიის, არც ემპათიის და არც არანაირი ადამიანური სურვილი; იმათგანაც იმსახურებს, ამიტომ მოყარეს ის ხალხი, რომელიც საერთოდ აზრზე არ არის, წამლიდან წამლამდე აზროვნებს“, – თქვა ლევან ბერძენიშვილმა.

როგორც მანვე აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების ერთადერთი შანსი არჩევნებში მონაწილეობაა.

„სააკაშვილის გათავისუფლება და თბილისის გათავისუფლება არის ერთი და იგივე, ერთი პროგრამა, ერთი გამარჯვება, 30-ში წყდება ერთიც და მეორეც. 30-ის არჩევნების ოდნავი დაკნინებაც კი ძალიან საშიშია, რადგან ეს არის რეალური გზა, თუ ამ გზას არ აქვს შედეგი, მაშინ იწყება სხვა გზა და არ გვინდა ეს გზა, არ შეიძლება, ნორმალურ ადამიანს უნდოდეს დაპირისპირება, ჩხუბი და დავიდარაბა, მერე კი ვიცით, სად გადაიზრდება“, – განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.

„ფორტუნა“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!

10:00 11-07-2026
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
ახალი ამბები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი

15:45 11-06-2026
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესმობაილბანკში ანაბრის გახსნა უკვე ციფრულადაა შესაძლებელი

15:40 11-06-2026
პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა
ახალი ამბები

პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა

13:54 11-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved