• რეკლამა
  • კონტაქტი
00:02, ორშაბათი, 9 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ხვალ ჩემი ნიკო ზეცაში სამუდამო სამყოფელს დაიმკვიდრებს, ღვთისმშობელო, მფარველობა არ მოაკლო, მკვლელების ნაცვლადაც ვლოცულობ – ნიკო კვარაცხელიას დედა

ალია ავტორი - ალია
18:01 10-24-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
445

ნიკო კვარაცხელიას დედა იზა ომაძე წერილს აქვეყნებს, სადაც ის ღთისმშობელს მიმართავს, მფარველობა არ მოაკლოს მის შვილს და იარები მოუშუშოს.

ნიკო კვარაცხელიას დედის წერილს უცვლელად გთავაზობთ:

„გავკადნიერდები და ლოცვით შემოგევედრები ღვთისმშობელო. 40 დღე გადის და ხვალ ჩემი ნიკო ღვთის მოშიში, ერთგული და ღირსეული შვილი, ზეცაში სამუდამო სამყოფელს დაიმკვიდრებს.

შეიფარე მისი შეურყვნელი სული, უწინმძღვრე და მოუშუშე ნაიარები, სითბო და მფარველობა არ მოაკლო, 22 წელი სიყვარულსა და სითბოში გაზრდილ შვილს მხოლოდ ღმერთის, ადამიანებისა და სამშობლოს სიყვარულს, თანადგომას და მეგობრობას ვასწავლიდით.

რას წარმოვიდგენდით, რომ ასეთი ნიკო ეშმაკის მიერ დაბრმავებული, დამონებული, წაქეზებული, სისასტიკეს, ბოროტებას და შურს დამორჩილებული ადამიანების მსხვერპლი გახდებოდა.

მკვლელების ნაცვლადაც ვლოცულობ და შემოგვედრებთ, გთხოვ, სინანული მიმადლე, იმ საბრალო, ბოროტებით დაბრმავებულ ადამიანებს, სინანული მიმადლე მათ დედებს, რომლებმაც შვილებს სიყვარული ვერ ასწავლეს.

სამძიმარს ვუცხადებ, ჩემი შვილის მკვლელობაში რაიმე ფორმით მონაწილე ოჯახებსაც, ვწუხვარ, ნამდვილად ვწუხვარ, რომ თქვენი გულებიდან სიკეთე, სიყვარული განდევნეთ! თქვენი განმსჯელი ამქვეყნად კანონი და ზეცაში ღმერთია!

ნიკო, შენი მშობლები მარადიული ცხოვრებისთვის ვემზადებით! ახლა შენ გვასწავლი და გვზრდი, ჩემო ანგელოზო, რადგან ისევ გავხდეთ შენთან შეხვედრის ღირსი!

ღვთისმშობელს და იესო ქრისტეს ებარებოდე დე!
ღვთისმშობელო მარიამ, ზეცაში ნიკოს გაბარებ, ამქვეყნად კი ყველას შვილი დაულოცე და შენი კალთა გადააფარე!

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!

10:00 11-07-2026
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
ახალი ამბები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი

15:45 11-06-2026
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესმობაილბანკში ანაბრის გახსნა უკვე ციფრულადაა შესაძლებელი

15:40 11-06-2026
პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა
ახალი ამბები

პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა

13:54 11-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved