• რეკლამა
  • კონტაქტი
09:36, კვირა, 25 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“წამზომი ჩართულია, ყოფილი პრეზიდენტის სიცოცხლე საფრთხეშია“ – თაკო ჩარკვიანი

ალია ავტორი - ალია
15:45 10-24-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
38

“არ მიგვატოვოთ მეგობრებო, კიდევ ერთხელ უმორჩილესად გთხოვთ   დახმარებას , საქართველოს გადარჩენა რეფორმირებული,  სამართლიანი მართლმსაჯულების სისტემაშია,” -“კანონი და სამართალის” ლიდერი თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და დახმარებისთვის საქართველოში აკრედიტირებულ ელჩებს მიმართავს.

“დიდი პატივისცემით მივმართავ როგორც დეპუტატი , ჩვენს მეგობარ ელჩებს აკრედიტირებულ დიპ.კორპუსს, რომლებთანაც არა ერთი შეხვედრა მქონდა წერილილიც გადავეცი და დავუგზავნეთ, სადაც ევროპული კონვენციის მე-6- მუხლის თანახმად ამუშავებას ვითხოვთ, რომ ” მიეცეს პრეზიდენტ სააკაშვილს სამართლიანი მართლმსაჯულების გამოყნების უფლება” დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველა დასავლელ  მეგობარს გულისხმიერი  გამოხმაურებისთვის. ახლა ასეთი ვითარებაა ძვირფასო მეგობრებო და ჩვენი ქვეყნის გულშემატკივრებო! წამზომი ჩართულია, ყოფილი პრეზიდენტის სიცოცხლე  საფრთხეშია ,  მისი განადგურება დიდი სირცხვილი , სამომავლოდ დიდი ტვირთი და გამოუსწორებელი  შეცდომა იქნება  ჩვენი ქვეყნისთვის,  ის რუსეთის მიერ დევნილი პრეზიდენტია და დღეს ის რუსეთზე მომუშავე , რუსეთის “მოსამსახურე” ხელისუფლების   ციხეშია, ეს მოსალოდნელ უბედურებას ნიშნავს.ვითვალისწინებ ეტიკეტს და ეთიკურ ნორმებს და ვიცი რა რთულია ამ ვითარებაში მოქმედება , მითუმეტეს როცა ყველამ ვიცით რომ საქართველოში კლანური, არარეფორმირებული, მახინჯი სამართლებრივი სისტემაა ( რაზეც არა ერთხელ ყველას გვისაუბრია, მაღალი ტრიბუნუდან  თუ ისე) ამიტომ უმორჩილესად გთხოვთ ჩვენო მეგობრებო, რომ არ დაიშუროთ ძალისხმევა , რუსეთის მიერ დევნილი პრეზიდენტის დასახმარებლად, ამას საქართველოს სამომავლო განვითარებისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს, მე  თავად სააკაშვილის მმართველიბის დროს ოპოზიციაში ვიყავი, არ მომწონდა მართლმსაჯულების სისტემა, თორემ  სახელმწიფო  ინსტიტუციების  -დასავლური ღირებულებების კუთხით , ქვეყნის აღმშენებლობის თვალსაზრისით უბადლო ლიდერი-ხელმძღვანელი იყო, მან განადგურებული,  ჩაბნელებული( პირდაპირი  მნიშვნელიბით-უშუქობა) ქვეყანა ჩაიბარა. პოსტ საბჭოურ, ნაომარ  ქვეყანაში  ყველა პრეზიდენტს   გაუჭირდა  უცბად სამართლებრივი სისტემის  რეფორმა და ამით მუზანმიმართულად რუსეთის უშიშროების ” სტრუქტურებში ჩატოვებული” აგენტურა ყოველთვის თავის საქმეს “იუველირულად” ასრულებდა ქართული დამოუკიდებელი საქართველოს და მისი პრეზიდენტების  წინააღმდეგ, რა თქმა უნდა განსაკუთრებული  ბრძოლა  მიხეილ სააკაშვილს გამოუცხადეს და იმასაც კი ბედავდნენ და აბრალებდნენ,  რომ ომი სააკაშვილმა დაიწყოო, რაც რა თქმა უნდა სიცრუე იყო ( და ყოველთვის ვამბობდი რომ სიცრუე  იყო, მაშინაც  2008 წლიდან  ხმამაღლა ვამბობდი ,ყველა გამოსვლაში ტვ ეთერში, რომ ეს სიცრუე იყო) და აი ჭეშმარიტება  ბატონებო: სტრასბურგის  საბოლოო დასკვნაც დაიდო ,  რომ “საქართველოს ომი არ დაუწყია”, ამ ომისთვის  რუსეთი დიდი ხანია ემზადებოდა ამის  შესახებ თავად რისეთის პრეზიდენტმა განაცხადა :”2006 წლიდან ვემზადებოდითო”, საერთოდაც მრავალი წელია გვავიწროვებს ეს ჩრ ” მეზობელი”, ხან აფხაზეთში უმოწყალოდ დაგვბომბა ( ხალხი გადაჰკიდა ერთმანეთს)და წაგვართვა, ხან შუა რუსთაველზე აგვჩეხა ნიჩბებით 1989 წელს, ხან  2008 წელს სამაჩაბლო დაბომბა- აწამეს ხალხი….. აი აქ არის, როგორც იტყვიან “ძაღლის თავი ჩამარხული” ,აი აქ არის სიმართლე…. მომიტევეთ,  სიტყვას აღარ გავაგრძელებ , დასასრულს გეტყვით მხოლოდ ერთს : საქართველო ყოველთვის  თავისი კულტუროლოგიით , ღირებულებებით ძირძველი ევროპა იყო, ის უთუოდ ბრწყინვალე-ღირსეული  პარტნიორი იქნება სამომავლოდ დასავლური  ოჯახის, ცოტა “გაგვიჭირდა” ამ დამოუკიდებლობის  გზაზე, ამ ლამაზ ქვეყანას  დიდი ბრძოლა გამოუცხადა,  ” დიდმა და ბოროტმა იმპერიამ” ,არ მიგვატოვოთ მეგობრებო, კიდევ ერთხელ უმორჩილესად გთხოვთ   დახმარებას , საქართველოს გადარჩენა რეფორმირებული,  სამართლიანი მართლმსაჯულების სისტემაშია, რომლის გამოყენების საშუალებაც უნდა მიეცეს რუსეთის მიერ დევნილ მესამე  პრეზიდენტ სააკაშვილს, რომლის  სიცოცხლეც  ახლა  საფრთხეშია! პატივისცემით მოგმართავთ თქვენი მეგობარი-დამოუკიდებელი დეპუტატი   პარტია “კანონი და სამართლის” თავმჯდომარე, თამარ ჩარკვიანი, თქვენი თანადგომის იმედით. – წერს თაკო ჩარკვიანი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025

ბიზნესი

WeRent – მანქანის გაქირავების სერვისი, რომელიც საქართველოში მოგზაურობას მარტივს ხდის
ახალი ამბები

WeRent – მანქანის გაქირავების სერვისი, რომელიც საქართველოში მოგზაურობას მარტივს ხდის

17:22 01-23-2026
თიბისი კაპიტალმა 2025 წლის შემაჯამებელი მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა 2025 წლის შემაჯამებელი მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა

16:43 01-22-2026
2025 – განახლებისა და ინოვაციების წელი მარტივი ყოველდღიურობა თიბისის მობაილბანკთან ერთად
ახალი ამბები

2025 – განახლებისა და ინოვაციების წელი მარტივი ყოველდღიურობა თიბისის მობაილბანკთან ერთად

14:24 01-22-2026
თიბისი კონცეპტის, VISA-ს და M.T.A-ს შეთავაზებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის, VISA-ს და M.T.A-ს შეთავაზებები გრძელდება

14:04 01-22-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved