• რეკლამა
  • კონტაქტი
07:47, კვირა, 25 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ეგ ნაბიჯები მაგარ კაცობასთან არ ჯდება ბექა” – წულაია მჭედლიშვილს პასუხობს

ალია ავტორი - ალია
14:27 10-24-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
50

იმის მგივრად ნაცებს ებრძოდეთ, თქვენ მონაპოვარზე და გეგემბზე ესაუბრებოდეთ ხალხს, 24 საათი ჩვენ ლანძღვაზე და შევირწოებაზე ხართ გადმოსული” – ასე პასუხობს ჟურნალისტი და გახარიას პარტიის მხარდამჭერი ირაკლი წუალაია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს, ბექა მჭედლიშვილის ბრალდებებს. 

“მოდი პუნქტებად გიპასუხებ ყველა შენს მიერ გაცხადებულ ბრალდებაზე თუ წყენაზე.

1. არასდროს არაფერს ვაკეთებ დამალულად, სხვებისგან განსხვავებით და თუ რამეს ვიძახი სწორედ იმიტომ, რომ ადრესატმა გაიგოს და არანაირად  არ მგონია რომ ვინმე რამეს ვერ ხედავს.

2. კი ღარიბაშვილი იყო მაგარი კაცი, როცა გაველაშქრეთ ჯალათების სისტემას 2012 წელს, როცა ყველაფერი გადადებული გვქონდა და ხმალამოღებულები ვბრძოლობდით კანიბალებს, პატივი იყო მასთან ერთად ნაცების დასრულება.
მერე გახდა შსს მინისტრი მერე პმ და ბევრი რამე შეეშალა და ის მონაპოვარი რაც ქვეყნას მოვუტანეთ წყალს გაატანა, ეს ბიძინა ივანიშვლმაც სწორედ ასე დაინახა. შეუცდომელი არავინ ვართ კაცო და წლების მერე დაბრუნდა. გახდა თავდაცვის მინისტრი და მართლა მაგარი თავდაცვის მინისტრი იყო, მაგრამ მერე რა ქნა? იმის მაგივრად გვერდზე დადგომოდა პრემიერს თურმე ზურგში დანებს ურტყამდა და პადნოჟკებს უდებდა – ახლა გახდა გახარია თვალთხარია? რომ იძახის გაალახინა სპეცნაზი ძალითო და მიანიშნებს რომ ვითომ ფარულ ალიანსშია გახარია ნაცებთან? ეს სირცხვილი და თავის მოჭრა არ არის? 4 საათი რომ ურტყამდნენ პოლიციელებს და ყველანაირად ცდილობდა სპეცნაზი ძალა არ გამოეყენბინა და ამის მერე დაშალეს აქცია, ამასაც კი გვედავებიან და პირდაპირ რომ დაეწყო დაშლა ხომ არავინ ლეგიტიმაციას არ მისცემდა ამ დაშლას? რომ არა გერმანიის ელჩი და გახარიას წინ დახედულობა ეგრეც იქნებოდა, განა ეს არ იცის შენმა ლიდერმა? მაგრამ მავნებლობს და არაკაცურად ბრალს დებს გახარიას იმაში, რაშიც 100% დარწმუნებულია რომ ტყუილია, მაგრამ ეგრე აწყობს და ეგ ნაბიჯები მაგარ კაცობასთან არ ჯდება ბექა.

3.მე არავის არსად არ დაუსვივარ, 2014 წლიდან ვიბრძოდი იმ პროექტისთვის რაც გავაკეთე იმედზე, თუ სადმე გამოვჩნდი ესეც დავიმსახურე და ლანგარზე არაფერი მომსვლია, შეგახსენებ რომ ყველაზე რეიტინგული ბიზნეს გადაცემა გავაკეთე საქართველოში ორჯერ, რომელიც კობახიძის შიშებით დახურეს, ეს ყველაფერი შენ ყველაზე კარგად იცი და არ გეკადრება იმის ტირაჟირება რომ ვინმემ სადმე დამსვა.

4. ცდებით თუ ფიქრობთ რომ მე რამეს გახარიასთან ვათანხმებ, გყავს მანდ გვერდით ხალხი და კითხე გეტყვიან, ოდესმე ვინმესთან რამე თუ შემითანხმებია, რასაც ვაკეთებ  ვიძახი წლებია მხოლოდ ჩემი შეხეუდლებები და შეგრძნებებია.

5. ტყუილია გახარია მელიას გამო რომ გადადგა! გახარია იმიტომ გადადგა რომ ბიძინა ივანიშვილი შეპირდა არ ჩავერევიო და ჩაერია!  კაცი რომელიც შემოგზავნილი კლანის მიერ ოცნების დასანგრევად იმ კაცს დაუჯერა ‘ჩიჩილაკას” ისე რომ გიორგის არაფერი კითხა და როგორ ფიქრობ უნდა დარჩენილიყო ამ გუნდში? არ აღოჩნდა გახარია მართალი? არ გამოგაშვებინეს მელია? არ დაგაზიანებინეს საქართველოს იმიჯი მთელ მსოფლიოში? ბონუსად რურუა არ გამოგაშვებინეს, რომელიც ეხლა გებრძვით?  8 თვე იმის მაგივრად ხალხის პრობლეემებს აგვარებდეთ და კოვიდს ებრძოდეთ არ გიწევთ იმ ხანძრების ქრობა, რომელზეც გახარია გაფრთილებდათ ? კიდე გახარია გადადგა მელაიას გამო? სირცხვილია! არაა ეს მაგარი კაცობა ბექა

6. გახარიას კაცობა ეყო და გუნდიდან ისე წავიდა რომ არც კი შეეცადა რღვევა მოეხდინა ოცნების და ამ დროს თქვენ რა გააკეთეთ ? იმის მაგივრად რომ ასპარეზი დაგენახათ, ახალა ძალაში,  ღირსეულად გვედავა საკითხებზე, რომელიც ჩვენ მოსახლეობას პრობლემებს მოუგვარებდა, წლების მონაპოვარი, რაც ერთად მოვუტანეთ ქვეყანას კიდევ უფრო გაგვეშალა და ღირსეული ოპონენტი დაგენახათ გახარიას სახით, რაც ქვეყნისთვის და ბიძინა ივანიშვილისთვას მხოლოდ კარგის მომტანი იქნებოდა, ნაცების დესტრუქცია კი არავის ემახსოვრბოდა და ნელნელა გაქრებოდა ველდიან, ამის მაგივრად  ადექით მტრის ხატი შექმენით გახარიასგან და ყველა ერთად ნაცებს მიგვაკარით, მოღალატეებს გვეძახით ყოვედღიურად, რა ნამუსით არ გიტყდებათ? და ეს ყველაფერი ჯდება მაგარ კაცობაში ?

7. მელიას გამო რომ წასულიყო კი ბექა ერთად ვაგინებდით მაგრამ გახარია მაგის გამო არ წასულა!

8. მე არავის არაფერს არ ვავალებ ბექა აქაც ცდები, ჩვენ არ დაგვიწყია ეს სიბინძურე, თქვენ დაიწყეთ! მე უბრალოდ პასუხებს გცემთ იმაზე, რასაც გვაკადრებთ. შეეშვით ამ მტრის ხატის შექმნას, შეეშვით ლანძვას და სიბინძურეების ფრქვევას, ჩასვით პოლიტკური სივრცე კალაპოტში ღირსება დაუბრუნეთ ველს, თქვენ ხართ ამაზე პასუხისმგებელი და გპირდებით რომ ჩემგან ერთ გადაბრუნებულს ვერ გაიგებთ, პირქით ბევრ რამეში გვერდზეც დაგიდგებით! რატომ აკადრებთ თქვენ თავებს, ბიძინა ივანიშვილს, ქვეყანას და ჩვენ ამას არ მესმის, რაში გჭირდებათ? რატომ იფეთქებთ თავს და გვაფეთქებთ ნაცები გინდათ მობრუნდეს? არ გამოვა! რაღა ოლინი გინდათ მეკაიფები? იმის მგივრად ნაცებს ებრძოდეთ, თქვენ მონაპოვარზე და გეგემბზე ესაუბრებოდეთ ხალხს, 24 საათი ჩვენ ლანძღვაზე და შევირწოებაზე ხართ გადმოსული. – წერს წულაია.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025

ბიზნესი

WeRent – მანქანის გაქირავების სერვისი, რომელიც საქართველოში მოგზაურობას მარტივს ხდის
ახალი ამბები

WeRent – მანქანის გაქირავების სერვისი, რომელიც საქართველოში მოგზაურობას მარტივს ხდის

17:22 01-23-2026
თიბისი კაპიტალმა 2025 წლის შემაჯამებელი მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა 2025 წლის შემაჯამებელი მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა

16:43 01-22-2026
2025 – განახლებისა და ინოვაციების წელი მარტივი ყოველდღიურობა თიბისის მობაილბანკთან ერთად
ახალი ამბები

2025 – განახლებისა და ინოვაციების წელი მარტივი ყოველდღიურობა თიბისის მობაილბანკთან ერთად

14:24 01-22-2026
თიბისი კონცეპტის, VISA-ს და M.T.A-ს შეთავაზებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის, VISA-ს და M.T.A-ს შეთავაზებები გრძელდება

14:04 01-22-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved