• რეკლამა
  • კონტაქტი
07:03, პარასკევი, 11 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“პოლიტიკური ფონი ყოველდღიურად იძაბება” – რას წერს მამუკა კაციტაძე გია ვოლსკის საპასუხოდ

ალია ავტორი - ალია
16:22 10-23-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
95

პოლიტიკოსი მამუკა კაციტაძე, უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის გია ვოლსკის მიერ, პარტია ,,ლელოს” ლიდერის მამუკა კაციტაძის მისამართით გაკეთებულ განცხადებას, რომლითაც ვოლსკი ხაზარაძის პერსონის მიმართ ერთგვარი კომპრომატის გაჟღერებას შეეცადა სოციალური ქსელით ეხმიანება.

კაციტაძე სიცრუეს უწოდებს ვოლსკის მიერ გაკეთებულ განცხადებას და დეტალურად იხსენებს იმ მოვლენებს, რომელზეც ,,ქართული ოცნების” წარმომადგენელი საუბრობდა. 

,,ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურამდე ზუსტად ერთი კვირა დარჩა. როგორც მოსალოდნელი იყო, პოლიტიკური ფონი ყოველდღიურად იძაბება. ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან, ჩვეულებრივ ამბად იქცა, ლანძღვა-გინება, პროვინციული ქილიკი, დაშინება, იაფფასიანი პასკვილებით პოლიტიკურ მოწინააღმდეგეთა დისკრედიტაციის მცდელობა და ეს ყველაფერი ხორციელდება სამაგალითო დილეტანტიზმის დემონსტრირებით.


გუშინ, 22 ოქტომბერს პარლამენტის ვიცესპიკერმა ბ-ნმა ვოლსკიმ განაცხადა, რომ საზოგადოებაში არსებობს აზრი, თითქოს 1989 წლის 18 თებერვალს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან გამართულ მიტინგზე მამუკა ხაზარაძემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ეროვნული მოძრაობის ლიდერს მერაბ კოსტავას და რომ ეს აზრი ითხოვს განმარტებას.
მიუხედავად იმისა, რომ ეს ჭორი არახალია, რომ ამ შეთითხნილ ბრალდებასთან დაკავშირებით გაიმართა სასამართლო პროცესი და არსებობს სისრულეში მოყვანილი სასამართლო განჩინება, რომ ცხადზე ცხადია, ოცდათორმეტი წლის წინანდელი მიტინგის გახსენება დღეს, მრავალპარტიული კოალიციის ერთ-ერთი ლიდერის კომპრომეტაციას ისახავს მიზნად, მინდა ჩემ ხელთ არსებული ინფორმაცია მივაწოდო საზოგადოებას, მათ შორის ბ-ნ ვოლსკის.

1989 წლის 18 თებერვალს საქ. ტექნიკურ უნივერსიტეტთან გამართული მიტინგის ერთ-ერთი ორგანიზატორი გახლდით (ისე როგორც მაშინდელი ყველა საპროტესტო აქციისა), მიტინგზე სტუდენტების მიერ მოწვეული იყო მერაბ კოსტავა. გვქონდა ინფორმაცია, რომ საბურთალოს მილიციას და სტუ-ს კომკავშირის კომიტეტს მიტინგი უნდა დაერბიათ. დაპირისპირება სერიოზულ და ხანგრძლივ ჩხუბში გადაიზარდა. სხვათაშორის ეს ჩხუბი ორი დღის შემდეგ ჯუმბერ პატიაშვილის კაბინეტში გაგრძელდა, სადაც შესარიგებლად მიგვიწვიეს. 9 აპრილის ტრაგედიის შემდეგ შექმნილმა საგამოძიებო კომისიამ 18 თებერვლის მოვლენების შემსწავლელი კომისია შექმნა ტექ. უნივერსიტეტში, რომლის წევრიც ვიყავი. სამთვიანი მუშაობის შემდეგ დაიდო დასკვნა, რომლის მიხედვით ნათელი გახდა: როგორ დაიგეგმა და განხორციელდა მიტინგის დარბევა და ვინ რა მონაწილეობას იღებდა ამ დარბევაში! ეს ინფორმაცია, როგორც მოწმემ, მივაწოდე ზემოხსენებულ სასამართლოს. კომისიის დასკვნის თანახმად, მამუკა ხაზარაძეს არც დაგეგმვაში, არც დარბევაში მონაწილეობა არ მიუღია, მან და ორმა მისმა კოლეგამ, ერთი საათით ადრე დატოვა ტერიტორია. ეს გახლავთ ოფიციალური ინფორმაცია.ეს ინფორმაცია შეიძლება ზოგს მოეწონა, ზოგს არა, ზოგს ჩაეშალა მაკომპრომეტირებელი კამპანია, ზოგი ძველებურად განაგრძობს სამართლიან ბრძოლას.ეს არის სიმართლე!მაშინ არც მეორე ტური იყო, არც “ლელო” და არც საქართველოს სახელმწიფო! მაგრამ ობიექტურობისთვის უნდა ითქვას, იყო გიორგი ვოლსკი – საბჭოთა პროფ. საბჭოს ინსტრუქტორი”- წერს კაციტაძე.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:22 09-10-2026
თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობისთვის ტექნოლოგიური განათლების ახალი შესაძლებლობები იქმნება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობისთვის ტექნოლოგიური განათლების ახალი შესაძლებლობები იქმნება

15:03 09-10-2026
თიბისი ტექის მხარდაჭერით Tester’s Day 2026 გაიმართა
ახალი ამბები

თიბისი ტექის მხარდაჭერით Tester’s Day 2026 გაიმართა

14:39 09-10-2026
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
ახალი ამბები

PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა

15:37 09-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved