• რეკლამა
  • კონტაქტი
00:31, ორშაბათი, 9 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ირაკლი ღარიბაშვილი: თავის დროზე სააკაშვილმა ქუთაისელებისთვის კი არ გადმოიტანა პარლამენტი, არამედ იმის გამო, რომ აქციები, მისი მოკლე ჭკუით, აღარ ყოფილიყო თბილისში

ალია ავტორი - ალია
16:14 10-23-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
38

თავის დროზე სააკაშვილმა ქუთაისელებისთვის კი არ გადმოიტანა პარლამენტი, არამედ იმის გამო, რომ აქციები, მისი მოკლე ჭკუით, აღარ ყოფილიყო თბილისში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ქუთაისში განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, 350 მლნ. გადაიხადეს აბსოლუტურად უსარგებლო შენობაში.

„რაც შეეხება ქუთაისიდან პარლამენტის გადატანას. გასაგებია, ამის თაობაზე იყო არაერთგვაროვანი დამოკიდებულება მოსახლეობის, მე მესმის, თუმცა ასევე შეგახსენებთ იმასაც, რომ, როდესაც ქუთაისის პარლამენტის შენობის მშენებლობა გადაწყდა, მაშინ, სააკაშვილის ხუშტურებს და მის გადაწყვეტილებას დედა-შვილი შეეწირა, თუ არ ვცდები, თქვენ გახსოვთ, ალბათ. ეს უნდა გავიხსენოთ, პირველ რიგში. უნდა გავიხსენოთ ისიც, რომ 350 მლნ. გადაიხადეს აბსოლუტურად უსარგებლო შენობაში, როდესაც თბილისში ისტორიულად იდგა, დგას და იქნება საქართველოს პარლამენტის შენობა და უამრავი სხვა რამ. ჩვენ ხომ კარგად ვიცით, ქუთაისელებისთვის კი არ გააკეთა თავის დროზე სააკაშვილმა პარლამენტის გადმოტანა, არამედ იმის გამო, რომ აქციები, მისი მოკლე ჭკუით, აღარ ყოფილიყო თბილისში. როგორც დაგეგმა მისი შემოსვლა და ციხეში ამოყო თავი, ასევე დაგეგმა თავისებურად პარლამენტის გადმოტანა. მთავარი ჩვენთვის არის ის, რომ არჩევნების შემდეგ, მომდევნო 3 წელი, მთავარი კონცენტრირება მოვახდინოთ საქმეზე, ხალხის პრობლემების გადაჭრაზე, სიღარიბის დაძლევაზე, სამუშაო ადგილების შექმნაზე, განვითარებასა და პროგრესზე. ეს იქნება ჩვენი მთავარი სალაპარაკო. არჩევნების შემდეგ, გთხოვთ, რომ აღარ მკითხოთ პატიმარ სააკაშვილზე“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!

10:00 11-07-2026
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
ახალი ამბები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი

15:45 11-06-2026
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესმობაილბანკში ანაბრის გახსნა უკვე ციფრულადაა შესაძლებელი

15:40 11-06-2026
პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა
ახალი ამბები

პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა

13:54 11-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved