“მთელი მსოფლიო უნდა აიცრას იმისთვის, რომ კორონავირუსის ახალი ვარიანტების წარმოშობა შეწყდეს”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პრესსპიკერმა განაცხადა. მისი განმარტებით პანდემიის დამარცხება მხოლოდ ვაქცინაციაზე არაა დამოკიდებული.
“ჩვენ ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვართ მსოფლიოს უმეტეს ნაწილში, გველოდება უფრო მეტი ვარიანტის განვითარება, მეტი გავრცელება. პანდემიისგან თავს მხოლოდ ვაქცინაციით ვერ დავიხსნით, სხვა ზომებიც უნდა მივიღოთ. სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ ხალხმრავლობას და ასევე უნდა ვიზრუნოთ პირბადეების ტარებაზე, განსაკუთრებით დახურულ სივრცეებში ყოფნისას,“- აღნიშნა მარგარეტ ჰარისმა.
კომენტარები