• რეკლამა
  • კონტაქტი
00:41, ორშაბათი, 9 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ქართულ ოცნებას“ „იდიოტური სტრატეგია“ აქვს არჩეული: ზურაბ ჯაფარიძე

ალია ავტორი - ალია
15:53 10-23-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
48

„ქართულ ოცნებას“ იდიოტური სტრატეგია აქვს არჩეული, როცა მოსახლეობას ეუბნება, რომ ოპოზიციური კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაში ქალაქის მთავრობა ვერ იმუშავებს“,- ამის შესახებ განცხადება „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ გააკეთა. მისივე განმარტებით, ვერცერთი პარტია ვერ წავა მოსახლეობის წინაშე და თუ მოსახლეობა გადაწყვეტს, რომ მთავრობა უნდა იყოს კოალიციური, ისინი საზოგადოების ნებას დაემორჩილებიან.

მისივე განმარტებით, ქართულმა ოცნებამ ზუგდიდში პირველი ტური წააგო, ახლა კი არის შანსი, რომ კიდევ დამარცხდნენ, ამიტომ მთელი რესურსი იქნება მობილიზებული, „იქნება ეს ძალოვნები სუს-ის სახით, თუ ქურდული სამყარო“.

როგორც ჯაფარიძე ამბობს, ღარიბაშვილის და კალაძის რიტორიკა შეცვლილია, რაც აჩვენებს, რომ შეშინებულები არიან.

„ეს არის მოსახლეობის შანტაჟი. ვერცერთი პარტია ვერ წავა მოსახლეობის უმრავლესობის ნების წინაშე. როდესაც დედაქალაქის მოსახლეობის უმრავლესობა გადაწყვეტს, რომ მთავრობა აქ უნდა იყოს კოალიციური, როგორ არ დაემორჩილებიან მოსახლეობის ნებას, მაგასაც ვნახავთ. ზუგდიდში არის ადგილი, სადაც მათ პირველი ტური წააგეს და ძალიან, ძალიან დიდი შანსი არის, რომ მეორე ტურიც წააგონ და ეს თვითონაც იციან. ამიტომ მთელი რესურსი იქნება იქ მობილიზებული, იქნება ეს ძალოვნები სუს-ის სახით, თუ ქურდული სამყარო. ყველანი იქ არიან და ცდილობენ რამენაირად წაგება არ გაფორმდეს. ძალოვნების მხრიდან თანამდებობების დატოვება აჩვენებს, რომ სისტემის შიგნით არის რღვევა. სინამდვილეში ეს სისტემა დგას თოფიან ხალხზე და მოსმენების ხალხზე – სუს-ი და შსს და ასევე დგას ფულზე. როგორც ჩანს, თოფიანი ხალხის ნაწილში რღვევა დაეწყოთ, იქაც არიან წესიერი ადამიანები, რომლებიც ხედავენ, რომ სისტემის მუშაობა ასე ვეღარ გაგრძელდება.

თუ ატყობთ ღარიბაშვილის და კალაძის განცხადებებს, რიტორიკა შეიცვალეს. ეს ყველაფერი აჩვენებს, რომ შეშინებულები არიან“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!

10:00 11-07-2026
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
ახალი ამბები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი

15:45 11-06-2026
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესმობაილბანკში ანაბრის გახსნა უკვე ციფრულადაა შესაძლებელი

15:40 11-06-2026
პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა
ახალი ამბები

პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა

13:54 11-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved