• რეკლამა
  • კონტაქტი
22:46, კვირა, 6 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ნიკა მელია – ჩვენი ინფორმაციით, სუს-ის 30 სპეცწარმომადგენელია თბილისიდან მივლენილი ზუგდიდში, რომლებიც ნიადაგს ამზადებენ, რომ რამდენიმე პირი, მათ შორის ყოფილი პოლიციელები დააკავონ

ალია ავტორი - ალია
11:12 10-23-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
15

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას ინფორმაციით, ზუგდიდში ყოფილი პოლიციელების დაკავებაა დაგეგმილი, რომლებიც “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერები არიან.

მისი თქმით, მას შემდეგ, რაც პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი დარწმუნდა, რომ საკუთარ აქტივისტებსაც აღარ სჯერათ გამარჯვების, “დაჯდა გომელაურებთან და სხვებთან, თავში ხელი შემოირტყეს და თქვეს, რა გავაკეთოთ, სამეგრელო პირწმინდად გვაქვს წაგებულიო”.

„პოლიტიკური კლასი, როგორც ასეთი, „ქართულ ოცნებაში” განადგურებულია, ნირწამხდარია და პოლიტიკის კეთება დაიყვანეს ლანძღვისა და შეურაცხყოფის დონემდე, მეტს არაფერს ისინი არ და ვერ აკეთებენ. რა დარჩათ? შემორჩათ თოფიანი ხალხი.

ჩვენი ინფორმაციით, სუს-ის 30 სპეცწარმომადგენელი არის თბილისიდან მივლენილი ზუგდიდში, რომლებიც ნიადაგს ამზადებენ, რომ მოახდინონ გამთენიისას ან ხვალ დღის განმავლობაში დაკავებები, მათ შორის ყოფილი პოლიციელების, რომლებიც არიან ანზორ მელიას საარჩევნო შტაბში.

ჩვენ, რა თქმა უნდა, ვფიქრობთ ზუგდიდში ჩასვლაზე, მთელი ოპოზიციური სპექტრი ვგეგმავთ ზუგდიდში ჩასვლას, მაგრამ ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმ მოვლენებზე, რომელიც განხორციელებული იქნება დილამდე. ვნახოთ, რას მოიმოქმედებენ და იმის მიხედვით ვიმოქმედებთ. ჩვენ ყველა წამყვანი ელჩი, აკრედიტებული ელჩი ჩავაყენეთ საქმის კურსში.

არაფერს კარგს ეს ხელისუფლება ზუგდიდში არ აპირებს, მაგრამ თუ გადაკვეთავენ ამ რუბიკონს, პასუხიც იქნება შესაბამისი”, – განაცხადა ნიკა მელიამ.

ამასთან, მისი თქმით, ლექსო რაფავა როდესაც დააკავეს, მას ხელყუმბარა და ავტომატი „ჩაუდეს“, ხოლო რუსლან შამახია ვერ დააკავეს და სპეცოპერაცია ჩაუვარდათ.

„ბატონი ღარიბაშვილის ჩასვლამდე უნდოდათ რუსლან შამახიას და სხვა რამდენიმე პირის დაკავება. ღარიბაშვილს უნდა გაეკეთებინა სამეგრელოდან განცხადება, თითქოს იქ რაღაც სამალავი აღმოაჩინეს იარაღის და ჩვენ რაღაცას ვაპირებდით, მაგრამ ჩაუვარდათ ეს ოპერაცია.

დაგეგმილია დაკავებები ზუგდიდში, თუმცა, პარალელურად უნდათ, არ ვიცი ვისი და როგორ, მაგრამ თბილისშიც განხორციელდეს დაკავებები. უნდათ ფონი შექმნან, თითქოს რაღაც მზაკვრული გეგმით ვართ ოპოზიციაში დაკავებულები, მაგრამ ეს ყველაფერი არის მხოლოდ და მხოლოდ მათი გედის სიმღერა. უნდა შეეგუოს ბატონი ღარიბაშვილი, რომ აგებენ ამ არჩევნებს, აგებენ და მორჩა, არაფერი საშიში აქ არ არის“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved