• რეკლამა
  • კონტაქტი
02:16, ორშაბათი, 9 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

არ ან ვერშემდგარი ერთობა – რატომ არ იძებნება ნიკა მელიას გვერდით თაკო ჩარკვიანის ადგილი?

ალია ავტორი - ალია
13:15 10-21-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
68

თაკო ჩარკვიანისა და ნიკა მელიას ერთობა სავარაუდოდ არ ან ვერ შედგა. ობიექტურობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ თაკო ჩარკვიანს ჰქონდა ამის მცდელობა, თუმცა რეალობა სხვა არის.

ნიკა მელია აშკარად არიდებს თავს მასთან ერთობლივ ბრძოლას და ამის პირველი ნიშანი მაშინ გამოჩნდა, როდესაც 10 ოქტომბერს, რუსთაველის გამზირზე, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე არ მივიდა, რაც  გზავნილი იყო იმისა, რომ მელიას  არ სურს ჩარკვიანის პოლიტიკურ წილში ყოფნა.

პოლიტიკური სიცივე ყოველთვის იგრძნობოდა ნიკა მელიას მხრიდან, როდესაც თაკო ჩარკვიანის შემართებასა და მოწოდებებს ის ცალყბად ეხმიანებოდა და არა როგორც ერთ-ერთ ლიდერად, არამედ რიგით მებრძოლად აღიქვამდა. არც მაშინ გამოუხატავს დიდი მხარდაჭერა, როდესაც მან, მიხეილ სააკაშვილის დაბრუნების ორგანიზაცია დააფუძნა და მხარდამჭერთა მობილიზებას ცდილობდა.

თაკო ჩარკვიანმა, მელიას დამოკიდებულება მის მიმართ, რა თქმა უნდა დაინახა და მიანიშნა კიდეც 10 ოქტომბრის აქციაზე, როდესაც უთხრა, რომ მან გამოცდა ჯერ ვერ ჩააბარა და თბილისელებმა 2-იანის დაწერაც იციან, ესეც საპასუხო გზავნილი იყო, რომ მათ შორის, რაღაც ისე ვერ არის.

14 ოქტომბრის აქციაზე, რომელიც ასევე, მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად გაიმართა, თაკო ჩარკვიანი არც სიტყვით გამოსულა და არც ლიდერებს შორის ყოფილა, ის რიგით მონაწილედ მივიდა და მხოლოდ მედიასთან კომენტარით შემოიფარგლა. არ ვიცით, იყო ეს თავად ჩარკვიანის გადაწყვეტილება, თუ ნიკა მელიამ არ მისცა სიტყვით გამოსვლის საშუალება, თუმცა ფაქტია, რომ ისინი ერთ ველზე ვერ თამაშობენ და ამას, თავად მელია უშლის ხელს.

და ბოლოს, 20 ოქტომბერს, ნიკა მელიამ წარმოადგინა კოალიციური გუნდი, რომელიც თბილისის მერის არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, მასთან ერთად მართავს დედაქალაქის მთავრობა, თუმცა, ვერც აქ ვიხილეთ თაკო ჩარკვიანი.

ე.წ ჩრდილოვანი კაბინეტის წარდგენას კი ის სოციალურ ქსელში, ირიბი კრიტიკითა და მინიშნებით გამოეხმაურა.

“ღმერთო როგორ მეცოდება ეს ლამაზი ქვეყანა – ხალხი, მართლა გული მიკვდება,
ქვეყანა აღარ არის, პირდაპირ ქარვასლაა., სამარცხვინო ქარვასლა.
ნუ, ეს არის რაც არის”– წერს ჩარკვიანი.

კომენტარში კი ერთ-ერთმა მომხმარებელმა მიუთითა, რომ ახლა არ არის კრიტიკის დრო, რაზეც ჩარკვიანმა ცივად უპასუხა: “რისი დროა მე გავარკვევ”.

ამ ეტაპზე, რაც ჩანს, არის ის, რომ ნიკა მელია, სულ სხვა დღის წესრიგით მოქმედებს და თაკო ჩარკვიანი მისთვის მსხვილი პოლიტიკური კალიბრის ფიგურა არ არის

გამოთქვამს თუ არა ღია პროტესტს ჩარკვიანი და გამოეყოფა თუ არა ოპოზიციურ ერთობას, ეს ჯერ არ ვიცით.  სავარაუდოდ, მეორე ტურის დასრულებამდე, ის შეეცდება, ნაკლებად კრიტიკული იყოს და საბოლოო გადაწყვეტილებას, ალბათ არჩევნების შემდეგ მიიღებს.

multimedia.ge

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!

10:00 11-07-2026
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
ახალი ამბები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი

15:45 11-06-2026
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესმობაილბანკში ანაბრის გახსნა უკვე ციფრულადაა შესაძლებელი

15:40 11-06-2026
პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა
ახალი ამბები

პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა

13:54 11-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved