• რეკლამა
  • კონტაქტი
22:19, ხუთშაბათი, 10 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

1-ლი იანვრიდან, ქვეყანაში ელექტროენერგიის დღისა და ღამის ტარიფები განსხვავებული იქნება

ალია ავტორი - ალია
12:47 10-21-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
39

საწარმოებს 2022 წლის 1-ელი იანვრიდან შესაძლებლობა ექნებათ, დღის და ღამის საათებში ელექტროენერგიის განსხვავებული, დიფერენცირებული ტარიფით ისარგებლონ. შესაბამისი სერვისი საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედების შემდეგ გახდება ხელმისაწვდომი. ინფორმაციას სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს, რომელიც ასევე წერს, რომრაც შეეხება ფიზიკურ პირებს, მათ დროში დიფერენცირებული ელექტროენერგიის ტარიფით სარგებლობა მას შემდეგ შეეძლებათ, რაც მოსახლეობის მრიცხველები ე.წ. ჭკვიანი მრიცხველებით ჩანაცვლდება.

როგორც ენერგეტიკული ბირჟის ხელმძღვანელი ირინა მილორავა აცხადებს, მთავრობის დადგენილებით, ენერგეტიკული ბირჟა 2022 წლის 1-ელი იანვრიდან უნდა ამოქმედდეს. ბირჟის ამოქმედებისთანავე, ბირჟაზე ფასები ყოველსაათობრივად ჩამოყალიბდება და შესაბამისად, ჩვენ დავინახავთ, როგორი იქნება დღისა და ღამის ტარიფები. მაღალი ალბათობით, ეს იქნება განსხვავებული ტარიფები.

„ბირჟაზე ტარიფები დადგინდება ყოველ კონკრეტულ საათში, ოღონდ ამის ასახვა, პირველ ეტაპზე, მხოლოდ საბითუმოდ შეძენილი ელექტროენერგიის შეძენის შემთხვევაში მოხდება და არა საცალოდ. ის მსხვილი საწარმოები, რომლებიც პირველი იანვრიდან საბითუმო ბაზარზე ივაჭრებენ, შეძლებენ, რომ ელექტროენერგია განსხვავებულ ფასად შეიძინონ. ღამის საათებში უფრო დაბალ ფასად, ვიდრე დღის და პიკის საათებში. ეტაპობრივად ეს სიახლე აისახება საცალო ბაზარზეც, ოღონდ ამას სჭირდება გარკვეული წინაპირობები და მოსამზადებელი სამუშაოები. მათ შორის საწარმოების აღჭურვა ე.წ. ჭკვიანი მრიცხველებით“, – განუცხადა ირინა მილორავამ “ინტერპრესნიუსს”.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:22 09-10-2026
თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობისთვის ტექნოლოგიური განათლების ახალი შესაძლებლობები იქმნება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობისთვის ტექნოლოგიური განათლების ახალი შესაძლებლობები იქმნება

15:03 09-10-2026
თიბისი ტექის მხარდაჭერით Tester’s Day 2026 გაიმართა
ახალი ამბები

თიბისი ტექის მხარდაჭერით Tester’s Day 2026 გაიმართა

14:39 09-10-2026
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
ახალი ამბები

PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა

15:37 09-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved