• რეკლამა
  • კონტაქტი
13:29, შაბათი, 24 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„მედიცინა მალე ჩიხში შევა, მოსახლეობა მედპერსონალის გარეშე დარჩება“ – ლევან რატიანი

ალია ავტორი - ალია
12:31 10-21-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
83

თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელმა, რეანიმატოლოგმა ლევან რატიანმა „რუსთავი 2-ის“ ეთერში გაუარესებულ ეპიდვითარებაზე, ვაქცინაციასა და პოპულაციურ იმუნიტეტზე ისაუბრა.

„ბოლო პერიოდში ინფიცირებულთა რიცხვი გაიზარდა. ინფიცირებულთა რაოდენობა ჩვენი ქვეყნის პოპულაციისთვის ძალიან მაღალია. თუ ამ ტემპით გაიზარდა ინფიცირებულთა რაოდენობა, საწოლფონდის პრობლემა შეიქმნება და უახლოეს პერიოდში არცერთი საწოლი თავისუფალი არ იქნება.

ჩვენს კლინიკას ბოლო 12 დღის განმავლობაში არცერთი თავისუფალი ადგილი არ აქვს. აღნიშნულიდან გამომდინარე ეს არის ცუდი ინდიკატორი.

ეს არის მეხუთე ტალღის დასაწყისი. ასეთი მაღალი ციფრებით არც ერთი ტალღა არ დაწყებულა. თუ ეს ტალღის დასაწყისია როგორც ეპიდემიოლოგები გვეუბნებიან, წარმოიდგინეთ რა იქნება პიკის ფაზაში

მეორე მომენტია, იწყება სეზონური ზედა სასუნთქი გზების ინფექციის გავრცელება, ტვინდემია ახალი ტერმინი არ არის ის მანამდეც არსებობდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ორი ინფექციის გავრცელება შეიძლება მოხდეს პოპულაციაში. ორივე ერთად ავადობის რაოდენობას ძალიან გაზრდის.

შესაძლებელია ორივე ვირუსით დაინფიცირდეს ადამიანი. ან შეიძლება იყოს ერთი, როდესაც არის სეზონური გრიპი ამ დროს იმუნური სისტემა იწყებს დაქვეითებას ამ ვირუსთან ბრძოლაში და მას, თუ ამის შემდგომ დაემატა ახალი კორონავირუსით ინფიცირება, ის უფრო დაამძიმებს ადამიანების მდგომარეობას. ამიტომაც არის მნიშვნელოვანი ვაქცინის გაკეთება. ფაქტი ჯიუტია, რომ მასობრივი ვაქცინაცია უამრავი სიცოცხლის გადარჩენის მომტანია“, – განაცხადა ლევან რატიანმა.

თბილისის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელმა, ასევე, პოპულაციურ იმუნიტეტზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პანდემია რეგრესს მაშინ განიცდის, როდესაც ქვეყანაში იარსებებს პოპულაციური იმუნიტეტი.

„პანდემია რეგრესს განიცდის მაშინ, როდესაც არსებობს პოპულაციური იმუნიტეტი. პოპულაციის იმუნიტეტს წარმოქმნის 2 ფაქტორი – ეს არის ვაქცინირებულები და ინფიცირებულები. თუ ამათი ჯამი შეადგენს 80%, ამის შემდეგ სწორედ ინფექციის გავრცელების ჯაჭვის წყვეტის ალბათობა იზრდება. იმისთვის, რომ დაავადებამ განიცადოს უკუგანვითარება მოსახლეობის 60-80% უნდა იყოს სრულად ვაქცინირებული. ვაქცინაციის პრობლემა ქვეყანაში გამოიწვია რამდენიმე ფაქტორმა. პირველი, არის ის, რომ ადამიანები არ არიან ინფორმირებული თუ რა არის ვაქცინების ბიოლოგიური შინაარსი. ვაქცინაცია უნდა იყოს გლობალური და არა წერტილოვანი. თუ ვაქცინაცია არის გლობალური მაშინ ის ეფექტურია.

თუ ჩვენ არ დავიცვათ არსებულ რეგულაციებს, მედიცინა ჩვენი ქვეყნის ძალიან მალე ჩიხში შევა. დადგება მომენტი, როდესაც საავადმყოფოში მომუშავე პერსონალი გამოიფიტება და სამწუხაროდ მოსალოდნელია, რომ მოსახლეობა დარჩეს მედპერსონალის გარეშე“, – აღნიშნავს რატიანი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

WeRent – მანქანის გაქირავების სერვისი, რომელიც საქართველოში მოგზაურობას მარტივს ხდის
ახალი ამბები

WeRent – მანქანის გაქირავების სერვისი, რომელიც საქართველოში მოგზაურობას მარტივს ხდის

17:22 01-23-2026
თიბისი კაპიტალმა 2025 წლის შემაჯამებელი მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა 2025 წლის შემაჯამებელი მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა

16:43 01-22-2026
2025 – განახლებისა და ინოვაციების წელი მარტივი ყოველდღიურობა თიბისის მობაილბანკთან ერთად
ახალი ამბები

2025 – განახლებისა და ინოვაციების წელი მარტივი ყოველდღიურობა თიბისის მობაილბანკთან ერთად

14:24 01-22-2026
თიბისი კონცეპტის, VISA-ს და M.T.A-ს შეთავაზებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის, VISA-ს და M.T.A-ს შეთავაზებები გრძელდება

14:04 01-22-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved