თბილისის საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატი ვლადიმერ ბოჟაძე სოციალურ ქსელში, თბილისის ახალი ჩრდილოვანი კაბინეტის მერიის შენობის წინ გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.
„თბილისის ჩრდილოვანი კოალიციური მთავრობის მერიის შენობა, რომელიც 31 ოქტომბრამდე აქვთ ნაქირავები .
არც ,,მერი”, ,,ვიცე-მერები”, ,,სამსახურის უფროსები” და ,,გამგებლები” ამ დრომდე არ გამოჩენილან .
ითამაშეთ 30 ოქტომბრამდე მერიობანა, სხვა რა დაგრჩენიათ,“ – წერს ვლადიმერ ბოჟაძე.
ცნობისათვის, თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ, გუშინ თბილისის მთავრობის ჩრდილოვანი კაბინეტი წარადგინა.
კომენტარები