ზუსტად ერთი წლის წინ 21 ოქტომბერს, ზუგდიდში საქართველოს ბანკს სამხედრო ტანსაცმელში ჩაცმული პირი დაესხა თავს, რომელმაც 43 ადამიანი აიყვანა მძევლად.
მას შემდეგ რაც თავდამსხმელს მის მიერ მოთხოვნილი თანხა გადაეცა, ის ტყეში გაუჩინარდა, რამდენიმე დღეში ცნობილი გახდა მისი ვინაობაც, აღმოჩნდა, რომ თავდამსხმელი ზუგდიდის ერთ-ერთი სოფლის მკვიდრი ბადრი ესებუა იყო.
ესებუა დღემდე მიმალვაშია, სამართალდამცავებმა მის კვალს ჯერაც ვერ მიაკვლიეს.
კომენტარები