• რეკლამა
  • კონტაქტი
18:48, ოთხშაბათი, 19 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ბავშვს რომ ხელი არ აექნია, სწრაფად ავცერიო… შემდეგ აღიარა” – გოგელიას კლინიკის სკანდალი

ალია ავტორი - ალია
10:29 10-21-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
29

სამედიცინო პლატფორმა “მედ სითის” ერთ-ერთი დამფუძნებელი თათა დვალიშვილი იმ მოქალაქეებს შორის არის, რომლებიც ამბობენ, რომ გოგელიას კლინიკაში გრიპის ვაქცინის ნაცვლად C ვიტამინით აცრეს. დაზარალებული თათა დვალიშვილის 4 წლის შვილია.

მისი თქმით, აღნიშნულ კლინიკაში მხოლოდ დღეს 35 ადამიანია აცრილი, მათ შორის არიან ბავშვები, ონკოლოგიური პაციენტები და ორსულები.

“ერთი კვირით ადრე დავჯავშნე ადგილი. Facebook-ის გვერდით გავიგე, რომ შემოიტანეს გრიპის ვაქცინები, გავარკვიე ყველაფერი – საათი, დრო, ფასი და მივედი დედასთან და ჩემი 4 წლის შვილთან ერთად. როდესაც მივედით და თანხა გადავიხადეთ, შევიყვანე ბავშვი ასაცრელად, მანამდეც მქონია შეხება აცრებთან, ვარ სამედიცინო პლატფორმის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ვიცოდი ჩემი უფლების შესახებ და მოვითხოვე, რომ ჩემი შვილის გაკეთებული ვაქცინის ყუთი, ან რაიმე დამადასტურებელი, რომ ვაქცინა ჩატარდა, გადმოეცათ. ეს მოვითხოვე სანამ ვაქცინა გაუკეთდებოდა, მაგრამ ე.წ. იმუნოლოგმა გიორგი ჩანდელმა მითხრა, რომ ამ ეტაპზე არ აქვს კოლოფი, რითიც შეიძლება რომ დაადასტურონ, მაგრამ აქვს რაღაც პლასტმასის, მოღუნული, სასაცილო შპრიცი, რომელზეც მარტივად მიხვდები, რომ საეჭვო ფაქტთან არის საქმე.

ამის შემდეგ, ისევ მოვითხოვე, რომ რაიმე საბუთი მაინც ეჩვენებინათ, რომ ნამდვილად შეიძინეს ფრანგული ვაქცინა, ამ გარკვევაში მე ამოვიღე ტელეფონი, რომ დამერეკა ჩემი მეგობარი იმუნოლოგებისთვის, რომ მეკითხა აზრი, ბავშვს უცებ გაუკეთა ვაქცინა ამ გიორგიმ. ბავშვს რომ ხელი არ აექნია და პრობლემა არ შეექმნა, უცებ, უპრობლემოდ ავცერიო – მითხრა. რა თქმა უნდა, ეს არ მომეწონა, ძალიან დავიძაბე, გამოვვარდი რეგისტრატურაში, სადაც მაწყნარებდნენ და მეუბნებოდნენ, რომ ეს ნამდვილად გრიპის ვაქცინა იყო და არანაირ თაღლითურ დაჯგუფებასთან არ მქონდა საქმე.

საბოლოო ჯამში, გავარკვიეთ ამ ე.წ. იმუნოლოგის ოთახში შევედით, ძალიან დაძაბულად და მიწოლით ვესაუბრე და აღიარა, რომ ეს იყო C ვიტამინის ამპულა,” – განაცხადა თათა დვალიშვილმა.

დვალიშვილის ინფორმაციით, დაჯავშნისას ვაქცინის ღირებულება 65 ლარს შეადგენდა, ხოლო დღეს, ადგილზე მისულს ფასი გაზრდილი დახვდა. 

ცნობისთვის, მოქალაქეები აცხადებენ, რომ თბილისში, ჯავახიშვილის ქუჩაზე მდებარე გოგელიას კლინიკაში, გრიპის ვაქცინის ნაცვლად, C ვიტამინი გაუკეთეს.

ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ინფორმაციით, გოგელიას კლინიკას აღნიშნულ მისამართზე არსებულ დაწესებულებაში იმუნიზაციის განხორციელების უფლება არ ჰქონდა. მათივე ცნობით, ექიმს, რომელიც იმუნიზაციას ახორციელებდა, შესაბამისი სერტიფიკატი არ გააჩნია. 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025

ბიზნესი

სელფი მობაილის ქსელის სიახლეები: ნოემბერი
ახალი ამბები

სელფი მობაილის ქსელის სიახლეები: ნოემბერი

17:09 11-19-2025
დაიბრუნე Black Friday-ზე უფრო მეტი – უფასო თიბისი ბარათით
ახალი ამბები

დაიბრუნე Black Friday-ზე უფრო მეტი – უფასო თიბისი ბარათით

15:00 11-19-2025
ოქროს ფასი და ლარი/ევრო/დოლარის სტრატეგია – თიბისი
ახალი ამბები

ოქროს ფასი და ლარი/ევრო/დოლარის სტრატეგია – თიბისი

12:46 11-19-2025
ახალი გვერდი მობაილბანკში – უფრო მარტივი ყოველდღიურობა თიბისის მობაილბანკთან ერთად
ახალი ამბები

ახალი გვერდი მობაილბანკში – უფრო მარტივი ყოველდღიურობა თიბისის მობაილბანკთან ერთად

15:53 11-18-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved