„ვითარება საკმაოდ რთულია, საიმედო პროგნოზი არ არის და ხისტი გადაწყვეტილებებია საჭირო“, – ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ვითარება საკმაოდ რთულია, თუმცა კორონავირუსის შემთხვევების მკვეთრი მატების მიუხედავად, ამ ეტაპზე ზეწოლა ჯანდაცვის სექტორზე ჯერ არ გამოკვეთილა, რადგან ინფიცირების შემთხვევების უმეტესობა მძიმე არ არის.
პროგნოზი არ არის საიმედო და შესაბამისად, დღესაც იქნა ეს დავალებები გაცემული, რომ მომზადდეს კვლავ პაკეტი გადაწყვეტილებების. გეთანხმებით, ხისტი გადაწყვეტილებები საჭირო იქნება. რა იქნება ეს, ამას საკოორდინაციო საბჭო გადაწყვეტს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ამირან გამყრელიძემ, კოვიდპასპორტების შემოღებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პირებს რომელთაც არ ექნება კოვიდპასპორტი შეზღუდვები დაუწესდება.
„დარწმუნებული იყავით, რომ კოვიდპასპორტები ამოქმედდება. ვერ გეტყვით როდიდან, თარიღს მე ვერ ვადგენ. მრავალი მიდგომაა კოვიდპასპორტებთან მიმართებაში, რომელს აირჩევს საქართველო საკოორდინაციო საბჭომ უნდა გადაწყვიტოს. იმ პირებს, რომელთაც ეს პასპორტები არ ექნებათ, გარკვეული შეზღუდვები დაუწესდებათ“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
კომენტარები