ვის ასრულებთ, ბატონებო და ქალბატონებო? ამ ქვეყნის ნახევარ მილიონ მოქალაქეს? – ამ სიტყვებით მიმართა ფრაქცია “ლელოს” წევრმა, სალომე სამადაშვილმა, მმართველ გუნდს პარლამენტის პლენარულს სხდომაზე.
ძალიან სევდიანი დღეა დღეს საქართველოს პარლამენტში. ვის ასრულებთ, ბატონებო და ქალბატონებო? ამ ქვეყნის ნახევარ მილიონ მოქალაქეს? მათ ეუბნებით, რომ მათ არსებობის უფლება არ აქვთ და ბოროტება რომ დასრულდეს ამ ქვეყანაში, ისინი უნდა დასრულდნენ? ამას ეუბნებით იმ ათი ათასობით ადამიანს, რომელიც გამოვიდა ქუჩაში რამდენიმე დღის წინ და გეუბნებათ, რომ არ მიიღებს უსამართლო თამაში წესებს?, – თქვა სამადაშვილმა.
კომენტარები