Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 2 260-მა ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში 1 914 269 აცრა გაკეთდა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 664 813 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 614 855, გარდაიცვალა 9 510 პაციენტი.
კომენტარები