Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს რეგიონებიდან კორონავირუსის ყველაზე მეტი ახალი შემთხვევა თბილისში, იმერეთსა და კახეთში გამოვლინდა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 479 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 869 შემთხვევა, აჭარა – 117, იმერეთი – 474, ქვემო ქართლი – 128, შიდა ქართლი – 132, გურია – 50, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 220, კახეთი – 396, მცხეთა-მთიანეთი – 35, სამცხე-ჯავახეთი – 40, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 18.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 664 813 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 614 855, გარდაიცვალა 9 510 პაციენტი.
კომენტარები