• რეკლამა
  • კონტაქტი
04:54, ორშაბათი, 9 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ტრამპის პერიოდის საიმიგრაციო პროგრამა “დარჩით მექსიკაში” აღდგება

ალია ავტორი - ალია
15:31 10-17-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
65

ნოემბრის შუა რიცხვებიდან, სავარაუდოდ თავიდან დაიწყება დონალდ ტრამპის პრეზიდენტობისას დაწყებული პროგრამა – “მიგრანტთა დაცვის პროტოკოლი” იგივე – “დარჩით მექსიკაში”. ეს პროგრამა დროებით შეჩერებული იყო და ფედერალურმა სასამართლომ მისი შეწყვეტა დაუსაბუთებლად მიიჩნია. პროგრამა სამხრეთ ამერიკის ქვეყნებიდან შეერთებული შტატებისკენ მომავალ თავშესაფრის მაძიებლებს მოუწოდებს, სასამართლოს გადაწყვეტილებას მექსიკაშივე დაელოდონ. ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენლების თქმით, თეთრი სახლი ამ მიდგომის შეცვლას კიდევ ერთხელ ცდის.


თუმცა, ანალიტიკოსების ნაწილის აზრით, ამ პროტოკოლის დროებითი ამოქმედებაც კი ამერიკა-მექსიკის საზღვარზე კიდევ უფრო მეტ გაუგებრობას შექმნის. ბოლო თვეების განმავლობაში ამ საზღვრის კვეთის მაჩვენებელმა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია. ადმინისტრაცია აცხადებს, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია “წინ წასვლა”, თუკი მექსიკა თანახმა იქნება. ორივე ქვეყნის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ამ თემას განიხილავენ.

მექსიკის საგარეო საქმეთა უწყება ამ პროტოკოლთან დაკავშირებით “რამდენიმე პრობლემაზე” ამახვილებს ყურადღებას, მათ შორის – პროცესის, სამართლებრივი გარანტიების, იურიდიულ დახმარებაზე წვდომისა და მიგრანტთა უსაფრთხოების კუთხით. ამ ეტაპზე, როგორც ჩანს, გადაწყვეტილება ჯერ მიღწეული არ არის.

რესპუბლიკელი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ 2019 წელს ამ პროტოკოლის დამტკიცებისას, ადმინისტრაცია ამტკიცებდა, რომ თავშესაფრის მთხოვნელთა უმრავლესობის საქმეები გაყალბებული იყო და იმის გამო, რომ ისინი სასამართლოს ამერიკის ფარგლებშივე ელოდნენ, შესაძლებელი იყო, ქვეყანაში არალეგალურად დარჩენილიყვნენ, თუკი სასამართლოს გადაწყვეტილება უარყოფითი იქნებოდა.

საიმიგრაციო საკითხებზე მომუშავე ადვოკატები და აქტივისტები ამბობენ, რომ ამგვარი მიდგომის გამო ბევრი მიგრანტი საზღვრისპირა ქალაქებში დიდი ხნით და სრულიად დაუცველი რჩებოდა. ჯო ბაიდენი “უფრო ჰუმანური” საიმიგრაციო პოლიტიკის პირობას დებდა და ეს პროგრამაც გააუქმა, თუმცა ტეხასისა და მისურის შტატებმა მის ადმინისტრაციას სასამართლოში უჩივლა და საქმე მოიგო კიდეც. უზენაესმა სასამართლომ, რომელშიც ახლა კონსერვატორი უმრავლესობით არის წარმოდგენილი, ამ სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!

10:00 11-07-2026
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
ახალი ამბები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი

15:45 11-06-2026
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესმობაილბანკში ანაბრის გახსნა უკვე ციფრულადაა შესაძლებელი

15:40 11-06-2026
პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა
ახალი ამბები

პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა

13:54 11-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved