“ჩვენ გამოვრიცხავთ სააკაშვილის გათავისუფლებას რამე სამართლებრივი მექანიზმით. ერთადერთი მექანიზმი, რომელიც ჩვენი, აღმასრულებელი ხელისუფლების ხელში არ არის, გახლავთ შეწყალება, შეწყალებასთან დაკავშირებით კი საქართველოს პრეზიდენტმა უკვე გააკეთა შეფასება და მისი პოზიციაც ცალსახაა, რომ ის ამას არ აპირებს. მე დიდი იმედი მაქვს, ის ამ პოზიციას არასოდეს არ შეიცვლის, არავითარი ზეწოლის ქვეშ და ჩვენ მივიღებთ იმ სასჯელის აღსრულებას, რომელსაც ითხოვენ დაზარალებულები და, რომელსაც ითხოვს კანონი”- აცხადებს კულტურის მინისტრი წულუკიანი მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას “საზოგადოებრივი მაუწყებლის” ეთერში.
კომენტარები