• რეკლამა
  • კონტაქტი
10:52, შაბათი, 12 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ოცნებას” 14 მილიონერი დეპუტატი ჰყავს – მაღალჩინოსნების ფუფუნება

ალია ავტორი - ალია
12:15 10-17-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
34

პარლამენტში ყოველი მეშვიდე დეპუტატი მილიონერია. ყველაზე მეტი, 14 მილიონერი “ქართულ ოცნებას” ჰყავს.

პარლამენტის გადაყენებულ თავმჯდომარეს,  ირაკლი კობახიაძეს დეკლარაციაში ბევრი არაფერი უწერია. დოკუმენტის მიხედვით, ერთადერთი საცხოვრებელი 157 კვადრატულიანი ბინა და 20 კვადრატული მეტრი ავტოფარეხია, რომელიც 2016 წელს აჩუქეს. მჩუქებელი, სავარაუდოდ, მამა, გია კობახიძეა, რომელმაც წლების წინ ქალაქისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ტყის მასივი ,12 ჰექტარი თვითნებურად  შემოღობა და ძვირადღირებული კორპუსი აიშენა, თუმცა მამა ოჯახის წევრი არ არის და არც მისი  ქონება აისახება ოცენბის თვმჯდომარის  დეკლარაციაში. 

ბექა ოდიშარია მეათე  მოწვევის პარლამენტში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი დეპუტატია. მის საკუთრებაშია რამდენიმე უძრავი ქონება, მათ შორის მიწის ნაკვეთები, სამი ავტომობილი და ძვირადღირებული ფერწერული ტილოები, რომლებშიც დეპუტატმა ოთხმოცი ათასი ლარი გადაიხადა. ოდიშარიას საკუთრებაშია დამატებით  5 საცხოვრებელი ბინა, 3 კომერციული ფართი, 3 სამეურნეო ფართი და 6 მიწის ნაკვეთი.

დავით მათიკაშვილს რამდენიმე წლის წინ დეკლარაციაში ჩასაწერი არაფერი ჰქონდა, თუმცა მისი ცხოვრება “ოცნების” დეპუტატობისთანავე  რადიკალურად შეიცვალა. ბინები თბილისში, ბორჯომსა და ბაკურიანში – ასე გაიზარდა დეკლარაციის ფურცლებიც. “არქი ჯგუფის” სამშენებლო კომპლექსში უკვე დასრულებულია დეპუტატის კუთვნილი ოთხი საცხოვრებელი ბინა.

პრემიერმინისტრის მრჩეველმა ირაკლი სესიაშვილმა სასახლე დიღომში, მილიონერების დასახლებაში 150 000 ლარად აიშენა.

მისი ოჯახის ჯამური ქონება, სახლები, მიწის ნაკვეთები და მეუღლის ბიზნესები, მილიონ ლარს აღწევს. დეპუტატის ქონების ჩამონათვალში არსადაა ნახსენები, რომ ის დედოფლისწყაროში სასტუმროს და წინანდალში ათიათასობით კვადრატული მიწის ნაკვეთს ფლობს.

დიდი ღია ტერასა, საზაფხულო ფართობი და აუზი – ქალაქის ცენტრში სახლის მშენებლობა ეკონომიკის მინისტრმა რამდენიმე წლის წინ დაიწყო. ამ დროისთვის სამშენებლო სამუშაოები შეჩერებულია. მდიდრული აპარტამენტის გარდა, ნათია თურნავა საცხოვრებელს სახლს ამაღლების ქუჩაზე ამ მდიდრულ კორპუსშიც ფლობს.   

2013 წლის ბოლოს, მთავარი პროკურორის პოსტის დატოვების შემდეგ, ოთარ ფარცხალაძეს ბინები თბილისში მგალობლიშვილისა და ჯანაშიას ქუჩებზე ჰქონდა, თანამდებობიდან წასვლის შემდეგ კი უკვე 2018 წელს მის ქონებას ათობით სახლი დაემატა.

გიორგი გახარიას სახლი აქვს ტაბახმელაში – მის გარშემო არსებულ ტერიტორიას ახლა სრულად დაცვის სამსახური აკონტროლებს. ​

დეკლარაციის მიხედვით, პრემიერობის დროს მას არაფერი გააჩნდა – არც ავტომობილი, არც  ძვირადღირებული სახლი პარიზში და არც მიწის ნაკვეთი სამეგრელოში. 2020 წელს კი 83 კვმ ბინა პარიზში ექსპრემიერის მეუღლემ  ნახევარ მილიონ ევროდ შეიძინა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია
ახალი ამბები

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია

14:37 07-09-2025
რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?
ახალი ამბები

რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?

23:03 07-08-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025

ბიზნესი

ახალი, ავტომატური დავალებები თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე
ახალი ამბები

ახალი, ავტომატური დავალებები თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე

16:07 07-11-2025
სელფის კიდევ უფრო იაფი როუმინგი
ახალი ამბები

სელფის კიდევ უფრო იაფი როუმინგი

16:09 07-10-2025
ახალი თიბისი ბარათით უკვე 500,000-ზე მეტი მომხმარებელი სარგებლობს
ახალი ამბები

ახალი თიბისი ბარათით უკვე 500,000-ზე მეტი მომხმარებელი სარგებლობს

15:52 07-10-2025
თიბისი კონცეპტმა მომხმარებლებს ბათუმში, ჯაზფესტივალისთვის, განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტმა მომხმარებლებს ბათუმში, ჯაზფესტივალისთვის, განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა

14:16 07-09-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved