მარნეულში, ქვემო ქართლის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის სახლი გაქურდეს. არსებული ინფორმაციით, ჯონი იმნაძის საცხოვრებელი სახლიდან სეიფია წაღებული, სადაც იარაღი ინახებოდა. ასევე, წაღებულია დიდი ოდენობით თანხა და ძვირფასი ნივთები.
აღსანიშნავია, რომ სახლი ერთერთ ყველაზე ხალხმრავალ ადგილზე მდებარეობს, მასთან ახლოსაა პოლიციის განყოფილებაც.
“მთავარი არხი” ჯონი იმნაძესთან დაკავშირებას ცდილობს, თუმცა ის მთელი დღის განმავლობაში კამერას გაურბის.
მეზობლები ადასტურებენ ფაქტს, რომ სუს-ის მაღალჩინოსნის სახლი ნამდვილად გაქურდეს. ისინი ამბობენ, რომ საქმეზე ბრალდებულები დაკავებულები არიან.














კომენტარები