• რეკლამა
  • კონტაქტი
07:20, ხუთშაბათი, 10 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მიზანმიმართული თუ არ არის, ბოდიში მაინც მოიხადე, ან რამე თქვი რომ შეგეშალა – გიორგი თუხარელი ნოდარ მელაძეს

ალია ავტორი - ალია
17:38 10-16-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
215

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსი გიორგი თუხარელი „ტვ პირველის“ ეთერში გასულ ანონსს ეხმაურება, რომლის თანახმად ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა და გადაცემა „ნოდარ მელაძის შაბათის“ წამყვანმა ნოდარ მელაძემ გადაცემის ანონსში განაცხადა, რომ პირი, რომელიც შს მინისტრს ვახტანგ გომელაურს ბათუმის ტრაგედიის პერიოდში გვერდში ედგა, ბიზნესმენი გია ჭყონია იყო, თუმცა, აღნიშნული პიროვნება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი გახლდათ.

გიორგი თუხარელი „ტვ პირველს“ დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ „ტვ პირველმა“ მოსახლეობას ყოველგვარი გადამოწმების გარეშე უჩვენა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის, თემურ მღებრიშვილის ფოტო, როგორც ერთ-ერთი ბიზნესმენი.

თუხარელი „ტვ პირველისგან“ ბოდიშის მოხდას და შეცდომის აღიარებას ითხოვს:

„რა არის დეზინფორმაცია?

დეზინფორმაცია – ყალბი, არაზუსტი, შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია, რომელიც განგებ არის შექმნილი/გავრცელებული და მიზნად ისახავს ზიანი მიაყენოს კონკრეტულ პიროვნებას, ორგანიზაციას ან სახელმწიფოს.

რა არის შეცდომა?
ალბათ ჩვეულებრივი ამბავი, რომელზეც წესით უნდა თქვა რომ შეგეშალა და ბოდიში მოიხადო…

რა გააკეთა ტვ პირველმა ?
გამოიძია, დაადგინა და მოსახლეობას ყოველგვარი გადამოწმების გარეშე უჩვენა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის, თემურ მღებრიშვილის ფოტო როგორც ერთ-ერთი ბიზნესმენი, რომლის შესახებაც სავარაუდოდ ამზადებენ სიუჟეტს და რომელიც, როგორც თავად ამბობენ, გვერდიდან არ მოშორებია ადგილზე მყოფ პირებს.

დიახ, არ ცდება არც ნოდარი და არც მისი გუნდი, თემურ მღებრიშვილი გვერდიდან არ მოცილებია არც მინისტრს და არც იქ მყოფ მაშველებს საძიებო სამაშველო ღონისძიების დროს. დიახ, თემურ მღებრიშვილი თითქმის 30 საათის განმავლობაში მეხანძრე-მაშველებთან ერთად ადგილზე იყო ამხნევებდა და ხელმძღვანელობას უწევდა მათ. და ისე უტიფრად, ყოველგვარი ბოდიშის გარეშე ვითომც არაფერი, გადაცემის ანონსში შეიცვალა ფოტო რამდენიმე საათის შემდეგ – რას ნიშნავს ეს? მიზანმიმართული თუ არ არის, ბოდიში მაინც მოიხადე, ან რამე თქვი რომ შეგეშალა.. კაი რა, კაი რა ნოდარ“, – წერს გიორგი თუხარელი და სიუჟეტიდან ამოჭრილ ფოტოებს აქვეყნებს.

pia.ge

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
ახალი ამბები

PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა

15:37 09-09-2026
ბაზისბანკმა ხელი მოაწერა CIPS-ის პირდაპირი წევრობის შეთანხმებას
ახალი ამბები

ბაზისბანკმა ხელი მოაწერა CIPS-ის პირდაპირი წევრობის შეთანხმებას

14:28 09-09-2026
თიბისი IT აკადემია – სწორი ადგილი განათლებისთვის, ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
ახალი ამბები

თიბისი IT აკადემია – სწორი ადგილი განათლებისთვის, ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

12:24 09-09-2026
გადაიხადეთ თიბისი ბარათებით და დაიბრუნეთ 50% ქეშბექი ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში
ახალი ამბები

გადაიხადეთ თიბისი ბარათებით და დაიბრუნეთ 50% ქეშბექი ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში

15:44 09-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved