• რეკლამა
  • კონტაქტი
06:35, ხუთშაბათი, 10 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ერთ წუთში დამენგრა ცხოვრება თავზე, ჩემზე ბედნიერი ადამიანი ვერ წარმომედგინა, ახლა კი… “- რას ყვება კაცი, რომელსაც ბათუმში ოჯახის 4 წევრი დაეღუპა

ალია ავტორი - ალია
13:19 10-16-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
38

მამა, რომელიც ოჯახის 4 წევრს, მათ შორის ორ შვილს გლოვობს – ბათუმში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ, რამაზ დავლაძე საკუთარი ემოციებისა და მომხდარის დეტალებზე პირველად ალაპარაკდა. 

საბედისწერო დღეს, კაცმა, რომელსაც როგორც თავად ამბობს, უბედნიერესი ცხოვრება ჰქონდა, ოჯახის 4 წევრი დაკარგა.

“ღმერთის მეშინია, არ მინდა ვინმეს რამე დავაბრალო,”- ამბობს რამაზ დავლაძე, თუმცა იმასაც აღნიშნავს, რომ კორპუსის პირველ სართულზე დაწყებული სამუშაოების დროს, მან ეს ადგილი მოინახულა და ისეთ რამ, რაც კითხვის ნიშნებს გააჩენდა, ვერ ნახა. (აღსანიშნავია, რომ დავლაძე პროფესიით მშენებელია.)

“რა უნდა ვთქვა, დამენგრა ცხოვრება თავზე, ერთ წუთში გადამიწყდა ცხოვრება, უბედნიერესი კაცი ვიყავი, ჩემზე ბედნიერი ადამიანი ვერ წარმომედგინა, მაგრამ ასეთია ღვთის ნება და ჩემი განგება. რომ მივდიოდი ბულვარში მთელი ტროტუარი მიმქონდა. დამენგრა ცხოვრება, ცრემლს ვეღარ გავაჩერებ ჩემს თვალზე. ერი ბიჭი დამრჩა და ეგაა, რაც სტიმულს მაძლევს ცხოვრების და ამხელა ტკივილის გადატანის. 

ქვემოთ აკეთებდნენ ხოლმე რაღაცას, უკაკუნებდნენ, მაგრამ თბილისში ვიყავი წასული და 2 რიცხვის მერე არ მინახავს არაფერი. არ მინდა ვინმეს რამე დავაბრალო, ღმერთის მეშინია. მე პირველ რიცხვში მივედი მათთან ვინც იქ სამუშაოებს აკეთებდა და ვუთხარი, რომ ეს არის მზიდი კედელი და ამას ხელი არ მოკიდოთთქო. იქ მანამდე იყო 2 ოთახიანი ბინა და რომ ვნახე სამუშაოების დროს, ფაქტობრივად დიდი სივრცე დამხვდა, რომელსაც არც კედელი ჰქონდა და არც არაფერი. მე მშენებელი ვარ პროფესიით, არ იყო მანდ ისეთი დანგრეული იმ დროს, რომ რაიმეს კითხვის ნიშნები გამოეწვია, მაგ დროს მზიდი კედლები ადგილზე იყო, ეს ვნახე მე პირველში. 

ტრაგედიის დღეს, ჩემი ოჯახის ყველა წევრი სახლში იყო, დილით გავიღვიძე, გამოვედი, ჩემმა მეუღლემ ბავშვს ჩააცვა და ბაღში წაიყვანა, რომ მოვიდა მე გავედი სახლიდან ჩემს საქმეზე, დაახლოებით ეს 10 საათზე მოხდა, თუმცა 12 საათზე მირეკავენ ასეთი ამბავიაო,”- აცხადებს რამაზ დავლაძე.  

ბათუმში 8ოქტომბრეს 7 სართულიანი კორპუსის ერთი სადარბაზო ჩამოინგრა, რომელმაც 9 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
ახალი ამბები

PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა

15:37 09-09-2026
ბაზისბანკმა ხელი მოაწერა CIPS-ის პირდაპირი წევრობის შეთანხმებას
ახალი ამბები

ბაზისბანკმა ხელი მოაწერა CIPS-ის პირდაპირი წევრობის შეთანხმებას

14:28 09-09-2026
თიბისი IT აკადემია – სწორი ადგილი განათლებისთვის, ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
ახალი ამბები

თიბისი IT აკადემია – სწორი ადგილი განათლებისთვის, ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

12:24 09-09-2026
გადაიხადეთ თიბისი ბარათებით და დაიბრუნეთ 50% ქეშბექი ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში
ახალი ამბები

გადაიხადეთ თიბისი ბარათებით და დაიბრუნეთ 50% ქეშბექი ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში

15:44 09-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved