• რეკლამა
  • კონტაქტი
05:52, ორშაბათი, 9 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

გულის გასახეთქი ამბავია, კუბო მაჩუქეს – გიგა მაქარაშვილი

ალია ავტორი - ალია
10:54 10-16-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
246

სამოქალაქო აქტივისტი, გიგა მაქარაშვილი ქვეყანაში კუბოების დეფიციტის შესახებ სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, ბოლო დროს ორი გარდაცვლილი ბენეფიციარის ოჯახმა დახმარება სთხოვა, რადგან მიცვალებულისთვის კუბო ვერ იშოვა. როგორც მაქარაშვილი წერს, ერთ-ერთ რაიონში მცხოვრები ხაჩიძეების ოჯახმა მას დახმარება გაუწია. 

“გულის გასახეთქი ამბავი მეგობარს სატვირთო ვეთხოვე და ბოლო დღეებში შეგროვებული მეორადი ავეჯი, სამოსი და ცოტა საკვები წავიღე რაიონში!უკანა გზაზე ხაჩიძეების ოჯახმა დიდი მოწიწებით და ბოდიშებით საჩუქარი გამიკეთა.არც მეტი და არც ნაკლები, კუბო მაჩუქეს!

ჰო, ჰო, კუბო.მოხუცი ბებოსთვის ჰქონიათ წინასწარ გამზადებული. მას კი ემიგრანტი შვილის იტალიიდან გამოგზავნილი სასახლე ჩამოსვლია და უბრალო, ხის კუბო ჩავდე სატვირთოში.უბედურება კი ისაა, არ ვიცოდი რომელი ოჯახისთვის მიმეცა ეს უცნაური საჩუქარი.გუშინ და გუშინწინ 2 ბენეფიციარი დამეღუპა და ორივეს ოჯახმა ტირილით დამირეკა, სასახლეს ვერ ვშოულობთ, გვიშველეო.მოკლედ, ქვეყანაში გვაქვს კუბოების დეფიციტი, რაც ნიშნავს იმას რომ ბევრი ადამიანი იღუპება.სასახლეებზე ფასების გაორმაგებისთვის კიდევ ცალკე მოგეთხოვებათ!!!ჭირისუფალს მინიმალური 500 ლარის ნაცვლად, 1200 ლარს რომ სთხოვ და იქაც დიდ რიგში ჩადგომას აიძულებ… ქოცი ხარ, აბა რა ჯანდაბა ხარ” – წერს მაქარაშვილი.ამის შემდეგ მან კიდევ ერთი პოსტი გამოაქვეყნა და დაწერა, რომ ახლა უკვე 3 სასახლე აქვს შენახული სხვადასხვა ქალაქში.

“კუბოებზე გაზრდილი ფასის ამბავი დავწერე რამდენიმე საათის წინ და აგერ უკვე 3 ცალი მაქვს სხვადასხვა ქალაქში შენახული.

პროდუქტებს იმარაგებდა ადრე ხალხი, ქონებას ყიდულობდა, ბანკში აგროვდებდა ფულს…

ახლა კუბოებს იმარაგებენ…” – წერს გიგა მაქარაშვილი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!

10:00 11-07-2026
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
ახალი ამბები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი

15:45 11-06-2026
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესმობაილბანკში ანაბრის გახსნა უკვე ციფრულადაა შესაძლებელი

15:40 11-06-2026
პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა
ახალი ამბები

პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა

13:54 11-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved