• რეკლამა
  • კონტაქტი
07:00, პარასკევი, 8 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

პროკურატურამ „ქურდული სამყაროს“ წევრობის და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტზე, 4 პირს ბრალდება წარუდგინა

ალია ავტორი - ალია
10:52 10-16-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
32

საქართველოს პროკურატურამ „ქურდული სამყაროს“ წევრობის ფაქტზე დ.ქ.-ს, ხოლო „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერისთვის – გ.ლ.-ს, ი.კ.-ს და რ.მ.-ს ბრალდება წარუდგინა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის იანვრიდან, დ.ქ. საკუთარი კრიმინალური ავტორიტეტის გამოყენებით, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეს, საქართველოში დროებით მცხოვრებ ვ.მ.-ს, პირადი შეხვედრებისას და სატელეფონო და სოციალური ქსელებით კომუნიკაციისას, ქურდული გარჩევის გზით, დაშინებით, მისი და მისი ოჯახის წევრების მიმართ ანგარიშსწორებით და ქონების განადგურების მუქარით, ფულადი თანხის გადახდას სთხოვდა. ასევე, დ.ქ. დაუკავშირდა „ქურდული სამყაროს“ მხარდამჭერებს – გ.ლ.-ს, ი.კ.-ს და რ.მ.-ს, რომლებიც სხვადასხვა უკანონო მეთოდით ცდილობდნენ დაეთანხმებინათ ვ.მ., რათა დ.ქ.-სთვის თანხა გადაეხადა.

სამართალდამცავებმა დ.ქ., გ.ლ. და ი.კ. 2021 წლის 13 ოქტომბერს მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. დ.ქ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231 მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა („ქურდული სამყაროს“ წევრობა), რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით, ხოლო გ.ლ.-ს და ი.კ.-ს 2233 მუხლის მე-2 ნაწილით წარედგინათ („ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერა), რაც თავისუფლების აღკვეთას 3-დან 6 წლამდე ვადით ითვალისწინებს.

რაც შეეხება რ.მ.-ს, ვინაიდან, მისი ადგილსამყოფელი დაუდგენელია და თავს არიდებს საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებას, მას ბრალდება დაუსწრებლად წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2233 მუხლის მე-2 ნაწილით („ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერა), რაც სასჯელის სახედ და ზომად 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“როგორ ეხმარება საქართველო კრემლს ნავთობის სანქციების გვერდის ავლაში” – ნიდერლანდური მედიის სკანდალური სტატია ყულევზე
ახალი ამბები

“როგორ ეხმარება საქართველო კრემლს ნავთობის სანქციების გვერდის ავლაში” – ნიდერლანდური მედიის სკანდალური სტატია ყულევზე

13:35 05-07-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026

ბიზნესი

პირველი, სრულად ევროპული სტანდარტის ნუშის ბაღი საქართველოში – თიბისის მხარდაჭერით, კახეთში აგროპროექტი ვითარდება
ახალი ამბები

პირველი, სრულად ევროპული სტანდარტის ნუშის ბაღი საქართველოში – თიბისის მხარდაჭერით, კახეთში აგროპროექტი ვითარდება

18:40 05-07-2026
თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს ნაკრები, ევროპის გოგოების ინფორმატიკის ოლიმპიადაზე იასპარეზებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს ნაკრები, ევროპის გოგოების ინფორმატიკის ოლიმპიადაზე იასპარეზებს

12:15 05-07-2026
სიახლე ქართულ სადაზღვევო ბაზარზე — ფრილანსერების დაზღვევა „სადაზღვევო კომპანია ვაიზერისგან“
ახალი ამბები

სიახლე ქართულ სადაზღვევო ბაზარზე — ფრილანსერების დაზღვევა „სადაზღვევო კომპანია ვაიზერისგან“

12:07 05-07-2026
YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთების გაყიდვა თიბისის მომხმარებლებისთვის 24 საათით ადრე დაიწყება
ახალი ამბები

YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთების გაყიდვა თიბისის მომხმარებლებისთვის 24 საათით ადრე დაიწყება

14:18 05-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved