• რეკლამა
  • კონტაქტი
20:16, შაბათი, 13 სექტემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ახალგაზრდა პედაგოგის წერილი გურიიდან – “უძლურებაში და ბრაზში ვიძირები”

ალია ავტორი - ალია
21:08 10-15-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
126

ახალგაზრდა პედაგოგი, სოფია სამხარაძე:

“მეგობრებო გამარჯობა, მიწევს ვრცელი ტექსტის დაწერა და როგორც არასდროს, ისე მჭირდება რომ ბოლომდე წაიკითხოთ და გააზიაროთ. ასეთი რამ არასოდეს მითხოვია თქვენთვის და რომ არა ის უძლურება და ბრაზი რაშიც ვიძირები, ახლაც არ გთხოვდით.

პოსტის წერას იმით დავიწყებ, რომ მესამე წელია მე და პაპუნა წამოვედით ლანჩხუთში საცხოვრებლად. ვართ ახალგაზრდა ოჯახი, რომელმაც გადავწყვიტეთ აქ დავსახლდეთ, განვვითარდეთ და აღვზარდოთ ჩვენი შვილები. არ დავიწყებ ჩემზე და პაპუნაზე საუბარს, მაგრამ მგონია, ვინც გვიცნობს, იცის, რომ წერა-კითხვის უმეცარი, უგონო და უსაქმური არცერთი ვართ.

სოფელ შუხუთის საჯარო სკოლაში გამოცხადდა ინგლისური ენის მასწავლებლის ვაკანსია და რადგან სერთიფიცირებული ვარ ვცადე ბედი. გარდა ამისა, ვთვლიდი რომ სკოლა პრიორიტეტად მიიჩნევდა ჩემს კანდიდატურას, რადგან ვარ ადგილობრივი და სოფელი მუდმივად იცლება ახალგაზდებისგან. თითქმის დარწმუნებული ვიყავი რომ მომცემდნენ ამ შანსს, რადგან გამოცდილებებითა და სტატუსებით არავინ იბადება. ამის ნაცვლად მათ აიყვანეს კანდიდატი, რომელიც ორ სკოლაში უკვე მუშაობს და ეს მისი მესამე სამუშაო ადგილია. (ჩემი პატივისცემა მას და არანაირი პიროვნული და პროფესიული პრობლემა არ მაქვს უშუალოდ ამ ადამიანთან.) უბრალოდ მინდა მოგიყვეთ რა პირობებში და ვინ გადაწყვიტა ჩემი ბედი სრულიად განუხილველად.

გასაუბრებაზე დამიბარა ბატონმა კობა ფირცხალაიშვილმა, სკოლის დირექტორმა და დამახვედრა ჩემთვის სრულიად წარმოუდგენელი სიტუაცია. კანონის თანახმად, კომისია უნდა შედგებოდეს კენტი რაოდენობის წევრებისაგან, ხუთი წევრის ნაცვლად გასაუბრებას ესწრებოდა მხოლოდ ოთხი. გასაუბრება არის მთავარი საკონკურსო ეტაპი, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს ვაკანსიის ბედი. ამ ეტაპის შემდეგ ტარდება ფარული კენჭისყრა და ირჩევენ მათთვის უფრო საინტერესო და მისაღებ კანდიდატს. მაშასადამე, გასაუბრების საფუძველზე შესაძლოა სკოლამ სტატუსის მიუხედავად აირჩიოს პედაგოგი, თუ მას აქვს უფრო დიდი სტატუსის მქონესათვის უარის თქმის დასაბუთებული, არგუმენტირებული მიზეზები.

თუმცა რა არგუმენტებზეა საუბარი, როდესაც ამ სკოლას ჩემი კანდიდატურა საერთოდ არ განუხილავს. შესვლისთანავე გამომიცხადეს რომ ჩემი აყვანს უფლება არ აქვთ რადგან არ მაქვს სერთიფიკატი, მეორე კანდიდატი კი სერთიფიცირებულია. (რაც არის არასწორი და სიცრუე, სავარაუდოდ ჩემი კონკურენტის უფროსი მასწავლებლის სტატუსს გულისხმობდნენ.) მიჩნდება კითხვა, მაშინ საერთოდ რისთვის დამიბარეს?!

კომისიის არცერთ წევრს არ უთქვამს, რომ უფროსმა მასწავლებელმა დააკმაყოფილა მათი ყველა მოთხოვნა, წარმატებით გაიარა გასაუბრებაც და ამ შემთხვევაში მასზე შეაჩერებენ არჩევანს, ამის ნაცვლად უბრალოდ მითხრეს რომ არაფერი პირადული, უბრალოდ ვერ ამიყვანდნენ, რადგან ამის უფლება არ ჰქონდათ, სანუგეშოდ კი მზად ჰქონდათ ფრაზები: ა) „ჩვენ კი გვინდა შენი აყვანა, შენი მამამთილი ჩემი ახლობელია მარა რა ვქნა, იმას სერთიფიკატი აქვს“; ბ) „შენ კი კაი გოგო ხარ მარა იმან რო მიჩივლოს რა პასუხი გავცე“; გ) „მაშინ თქვენ მოგვარდით“ მითხრა სკოლის დირექტორმა და იქვე დაურთო: „დაელაპარაკე იმ გოგოს, იქნებ მოხსნას თავის კანდიდატურა შენ სასარგებლოდ“. სამწუხაროდ ყველა ფრთიანი წინადადება არ დამამახსოვრდა.

იმის ნაცვლად, რომ გასაუბრებაზე საკუთარ უპირატესობებზე მესაუბრა და ჩემი თავი წარმომედგინა მათთვის, მომიწია ახსნა, რომ კი, ის სტატუსით ჩემზე მეტია, მაგრამ მთავარი საკონკურსო ეტაპი ეს გასაუბრებაა და უბრალოდ ვთხოვდი, ეღიარებინათ ჩემი არსებობა და განეხილათ ჩემი კანდიდატურა. ვეუბნებოდი, რომ რადგან საბუთებმა ამ ეტაპამდე მიმიყვანა, ე.ი არ ვიყავი უშანსოდ. მოკლედ, ჩემი ბედი გადაწყვიტა კომისიამ, რომელმაც არ იცოდა საკუთარი ფუნქცია-მოვალეობები, რომელსაც აკლდა ერთი წევრი, რომელმაც გასაჯაროვა ჩემი კონკურენტის პირადი ინფორმაცია და რომელსაც ჩემი რეზიუმედან მხოლოდ ნაწილი ჰქონდა ამობეჭდილი, ანუ მათ საბუთებში არ ედოთ ჩემი დიპლომი და ცნობა, გამოცდის ჩაბარების შესახებ.

რადგან თავად კომისიამ ჩემი აყვანის ვერცერთი მიზეზი ვერ მოიფიქრა, ნება მომეცით გითხრათ, თუ რისი თქმა შეეძლო მას რესურსცენტრისა და ჩემი კონკურენტისთვის, თუ ისინი მე ამირჩევდნენ:

ა) ის, (სოფია სამხარაძე) არის ადგილობრივი, შუხუთის მცხოვრები და საჯარო სკოლაში მუშაობა მისთვის არის პრიორიტეტი. ამასთან, ჩვენი სოფელი ნამდვილად დგას ახალგაზრდებისგან დაცლის საფრთხის ქვეშ და ჩვენ ამ ნაბიჯით შევიტანთ წვლილს აღნიშნული პრობლმის მოგვარების საკითხში;

ბ) მას 4 თვეში ექნება უფროსი მასწავლებლის სტატუსი, წლის ბოლოს კი მაგისტრის ხარისხი, ამიტომ ღირს, მივცეთ მას განვითარებისა და პროფესიული ზრდის შანსი;

გ) მეორე კანდიდატი მუშაობს ორ საჯარო სკოლაში, ეს მისთვის მესამე სამუშაო ადგილია და ჩვენთვის საეჭვოა, რომ მოახერხებს ჩვენს მოსწავლეებთან ბოლომდე დახარჯვას;

დ) აი ასე, უბრალოდ გავესაუბრეთ სამხარაძე სოფიას და ეს კანდიდატი ჩვენი სკოლისთვის და პირობებისთვის უფრო მისაღები და საინტერესოა, ვიდრე მეორე. ( ამის თქმის უფლებაც ჰქონდათ და აქვთ. თეორიულად, წარმოვიდგინოთ და წამით დავუშვათ, იქნებ ასეც მომხდარიყო რომ გამსაუბრებოდნენ.)

ამასობაში შუხუთის სკოლა, არის დაღუპვის პირას. მიუხედავად იმისა რომ სოფელი ძალიან დიდია, ადგილობრივებს ბავშვები ლანჩხუთის სკოლებში დაჰყავთ. ამას წინად, ჩვენს ერთ ნაცნობს მადლობაც კი გადაუხადა სკოლის წარმომადგენელმა, რომ მისი შვილიშვილი ამ სკოლაში მიიყვანა. უკვირთ და უხარიათ, თუ ამ დასაღუპად განწირულ სკოლაში ორიოდე ადგილობრივი დროის არქონის გამო ბავშვს მაინც შეიყვანს.

აქვე, მჯერა რომ არ დავიკარგები და დარწმუნებული ვარ უფრო დიდ შესაძლებლობებსაც გამომიჩენს უფალი, უბრალოდ ვწუხვარ რომ ერთი ადამიანის არაკომპეტენტურობას, საკუთარი უფლება-მოვალეობების არცოდნას ეწირება ძალიან ბევრი მასწავლებლის, მოსწავლისა და მშობლის ბედი.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

მასწავლებელთა სახლი

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერია

ლანჩხუთის საგანმანათლებლო რესურსცენტრი“

თეგები: სოფია სამხარაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025
პირადი: 150 მილიონის მიტაცება, “მკვლელი მატარებლები” – უსაფრთხოების დარღვევა და მასშტაბური კორუფცია “რკინიგზაში” – გია ყრუაშვილის სკანდალური, ექსკლუზიური ინტერვიუ
ახალი ამბები

“ზუსტად ასე დაწერეთ, “რკინიგზამ”, ჩემი ავადმყოფი შვილი, გაწირა სასიკვდილოდ” – გია ყრუაშვილი

14:56 08-20-2025
“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ
ახალი ამბები

“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ

05:22 08-20-2025
„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025

ბიზნესი

„პეტროკას ენერჯი ჯგუფის“ აქციონერთა სტრუქტურაში ცვლილებები განხორციელდა
ახალი ამბები

„პეტროკას ენერჯი ჯგუფის“ აქციონერთა სტრუქტურაში ცვლილებები განხორციელდა

13:12 09-12-2025
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს “ჯაზი და ღვინო კახეთი”
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს “ჯაზი და ღვინო კახეთი”

12:32 09-11-2025
მოემზადე რთველისთვის გორგიასთან ერთად
ახალი ამბები

მოემზადე რთველისთვის გორგიასთან ერთად

21:19 09-10-2025
Tester’s Day 2025 – თიბისის მხარდაჭერით, მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური ღონისძიება გაიმართა
ახალი ამბები

Tester’s Day 2025 – თიბისის მხარდაჭერით, მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური ღონისძიება გაიმართა

15:48 09-10-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved