• რეკლამა
  • კონტაქტი
07:24, კვირა, 14 სექტემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მიშა ფულს მაინც არ აიღებდა შეწყალებაში, დღეს 10-დან 9 პატიმარს ჩაწყობილი აქვს საქმე და ისე თავისუფლდება” – ნათია ჩხეტიანი

ალია ავტორი - ალია
20:44 10-15-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
204

ადვოკატი, ნათია ჩხეტიანი:

“რომელ კანონის აღსრულებასა და სამართლიანობაზე საუბრობთ?!

ჯერ გაასამართლეთ იუსტიციის სამინისტროს პენიტენციური სამსახურის პატიმართა ვადაზე ადრე გათავისუფლების საბჭოების თავმჯდომარეები სსკ-ის 332-ე მუხლით (უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება) რადგან არ მოიძებნება ისეთი თავმჯდომარე, რომელსაც უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით არ ჰყავს ათობით და ასობით საშიში დამნაშავე და კრიმინალი გათავისუფლებული ვადაზე ადრე და მერე გაასამართლეთ მიშა!

დანაშაული, რომელიც ხილულად, ყოველთვიურად ხდება ჩვენს თვალწინ, რომელსაც ვებრძვით წლებია და იხოცებიან სიცილით, ამ მუხლით ასამართლებენ ექს-პრეზიდენტს?

უკვე ძალიან ზედმეტია, ეს მარაზმული შერჩევითი სამართალი ყველგან და ყველაფერში.

რაც თქვენ კრიმინალები გაყარეთ, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით და უპატრონო პატიმრებზე აიღეთ იერიში, სირცხვილით არ დაიწვებით სასამართლო პროცესზე მაგ მუხლით, რომ შეედავებით პრეზიდენტს?

332-ე მუხლის ოფიციალურ დონეზე დამკანონებლებს ყავდეთ ციხეში მიშა, ძალიან არასწორია!

ავადმყოფ მსჯავრდებულს ვიცავდი ვადაზე ადრე გათავისუფლების საბჭოში 2 წლის წინ, ჯანმრთელმა, საღსალამათმა ,,პადელნიკმა” მოაგვარა საქმე გაუშვეს, ავაფმყოფი უპატრონო ,,პადელნიკი” დატოვეს.

ასეთებს, ნარკოდილერებს, კრიმინალურ ავტორიტეტებს, გათავისუფლების გადაწყვეტილებებში უწერენ, კითხულობს წიგნებს, უყვარს ლიტერატურა და ათას მარაზმულ სიცრუეს.

აშკარად, გახსნილად, თავზეხელაღებულად გვახევენ თავზე კანონს და ეს ხდება ყოველთვიურად, მუდმივად, უწყვეტად.

ამ ყველაფრის შემდეგ,

332-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული ჩაუდენია თურმე მიშას.

დისკრეცია პატიმართა ვადაზე ადრე გათავისუფლების საბჭოს თავმჯდომარის სრული იმუნიტეტი ყოფილა და პრეზიდენტისთვის არაფერს წარმოადგენს.

მიშა ფულს მაინც არ აიღებდა შეწყალებაში და არც სისტემური სახე ჰქონდა ამგვარ ქმედებას.

დღეს კი 10-დან 9 პატიმარს ჩაწყობილი აქვს საქმე და ისე თავისუფლდება, რაც საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, პრეუდიცია.”

თეგები: ნათია ჩხეტიანი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025
პირადი: 150 მილიონის მიტაცება, “მკვლელი მატარებლები” – უსაფრთხოების დარღვევა და მასშტაბური კორუფცია “რკინიგზაში” – გია ყრუაშვილის სკანდალური, ექსკლუზიური ინტერვიუ
ახალი ამბები

“ზუსტად ასე დაწერეთ, “რკინიგზამ”, ჩემი ავადმყოფი შვილი, გაწირა სასიკვდილოდ” – გია ყრუაშვილი

14:56 08-20-2025
“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ
ახალი ამბები

“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ

05:22 08-20-2025
„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025

ბიზნესი

„პეტროკას ენერჯი ჯგუფის“ აქციონერთა სტრუქტურაში ცვლილებები განხორციელდა
ახალი ამბები

„პეტროკას ენერჯი ჯგუფის“ აქციონერთა სტრუქტურაში ცვლილებები განხორციელდა

13:12 09-12-2025
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს “ჯაზი და ღვინო კახეთი”
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს “ჯაზი და ღვინო კახეთი”

12:32 09-11-2025
მოემზადე რთველისთვის გორგიასთან ერთად
ახალი ამბები

მოემზადე რთველისთვის გორგიასთან ერთად

21:19 09-10-2025
Tester’s Day 2025 – თიბისის მხარდაჭერით, მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური ღონისძიება გაიმართა
ახალი ამბები

Tester’s Day 2025 – თიბისის მხარდაჭერით, მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური ღონისძიება გაიმართა

15:48 09-10-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved